ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“ ბახვი ჰესის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ახალ სიუჟეტურ რუბრიკას სახელწოდებით „ერტად გავბედეთ და შევძელით“. ეს არის ვიდეო სიუჟეტების სერია, სადაც გაჩვენებთ, თუ როგორ იძენს ძალას საზოგადოება, როცა ადამიანები ერთმანეთის გვერდზე დგანან.
ბახვი ჰესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები ქალებისათვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“, ასევე ჩოხატაური მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პარტნიორობით 2023 წელს დაწყებული პროექტი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს და მათ მშობლებს და ის მიზნად ისახავს მათ თანადგომასა და გაძიერებას, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდებას.
პროექტის ეტაპები:
I ეტაპი
⦁ 2023 წლის მარტი – 2023 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებდა 30 მშობელი
II ეტაპი
⦁ 2024 წლის თებერვალი – 2024 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებდა 31 მშობელი
III ეტაპი
⦁ 2025 წლის მაისი – 2025 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებს 30 მშობელი
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა – „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“
პროექტის მხარდამჭერები არიან – ბახვი ჰესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: