და იდგა ჟამი ქალაქსა გურიისასა, ორმოცდამეერთე ინდიქტიონის, 41 მოქცევისა და 41 ქორონიკონს ზედა.
ქუეყანასა მთავრისა ჩრდილოეთიდან-კერძო, რომელსა ეწოდების შვაინბურგი, გამოჩნდეს კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა ყარყურუმად წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა, და შესახედავადცა. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების ამბავი მათი; რამეთუ არიან უცხო-ენა, უცხო-სახე, უცხო-ცხოვრება, პურისა გემო არა იცოდიან, ოდენ “ვოტკითა” ერთმანეთის ხრითა ცხოვნდებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა ჩია, გუამითა წვრილ და სუსტ ფერჴითა, საძაგელ ჴორცითა, თუალითა მცირე ჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; არა თავითა , თმითა ყვითუელ და ჴშირ, შუბლ-ბრტყელ, ცხჳრითა მდაბალ ესოდენ რომელ ღაწუნი უმაღლეს იყვნიან ცხვირითა და მცირედნი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო საქმე. და ნუ ვის გიკჳრს, რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ ყოველთა, მამათა და დედათა. ხოლო ამას თანა მოეგოთ სიბეცე, და მჩხიბავნი და უტუხნი იყვნეს რჩეულნი, მაგრითა მზაკვრობითა უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან დაუდგნის. უფროს ჯორსა ქვეშა იყვნენ მჴნე, რამეთუ აღზრდა მათი ჯორზე ზედა იყვის, საჭურვეალისა არასა მქონებელნი სიცრუისა და სიფლიდის იქეთ.
ესე იყვნეს კაცნი განსაკჳრვებელნი, რამეთუ, იხილნა რა, სულელ საგონებელ იყვნიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოებოდა მათ შორის, და ყოველი გონიერება მოეგოთ, მცირემეტყუელება, და ტყუვილი სიტყუა.რომელთა თჳთოეულად წარმოთქმა გრძელ არს. სიტყუით ებრძოდნენ მამაითმავლობასა და მრუშობასა და საქმითა ოდენ თავად თავფეხ ნაკრავი შიგნითა.
ხოლო აქუნდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა ვერცხლი უწოდეს ენითა მათითა.
ხოლო ამათთა ნათესავთა ყიათთა გუარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით დავითაი, რომელ არს ნარჩევი გვარისა. ესე იყო ჰაეროვანი და შუენიერი, ტანითა ახოვანი, თმითა მომწითურო, ძლიერი, მჴნე, შემმართებელი, მოისარი ჴმლოვანი, ღრმად გამგონე, განმზრახავი სჳანი. კაცი მომრჭმელი, დამრტყმელი და უხვად მჭამი პურისა. ესე წარვიდა ნიჭისა და პატივისა მოღებად უმთავრესისა მათისა, რომელსა ხანობით უჴმობდეს ჴელმწიფესა მათსა, რომელსა ერქუა ბიძინაი, მაღალი მზეზე და მჭვრეტელი შორისა. ვითარ იხილა, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და დიდსა პატივსა აღიყვანა, უწარჩინებულეს ყოველთა სწორთა მისთა. და მჴედართა მთავრობა ჴელთ უდვა ლაშქართა მისთა, და ყოვლგნით მოსწყუედდიან ურჩთა და განდგომთა მისთა, ვინაცა ყოვლგნით გამარჯუებული მივიდის პატრონსა მისსა ჴელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა პატივსა აღიყვანის ვოზურგეთსა შინა.
და დავითმან, ხელდასხმიდან მალევე, მცირე ყივილისა და მოკლე ზახილის, იხმო ჩრდილოეთ გურიიდან ვასილისა, და მოხდა ხანი, სატახტო ქალაქსა იკურთხიენ ორთავინ უპატიო მოქალაქეთა, რამეთუ თავს ესხა ვოზურგეთსა, უპატიო მოქალაქეთა სპა-ზიდეს უთვალავი უზალთუნი და არა დაუტოვეს შაური ქალაქსა.
ხალხი კი იყო მშიერ და მწყურვალი, თუმცა ხარობდნენ ნარჩევ დავითისა გონიერებითა, რამეთუ თვლაი უზალთუნისა მასაც და განსაკუთრებით ვასილისასა სცნობიენ უკუნისითი უკუნისამდე.