ძველი დოკუმენტების მიხედვით, გურიაში ფართოდ იყო გავრცელებული კანაფის მოუყვანა და მისი პირველადი გადამუშავება, ასევე ირკვევა, რომ იგი გახლდათ გურიის უმნიშნელოვანესი საექსპორტო საქონელი. ჯერ კიდევ XV საუკუნიდან თურქებს გურიიდან დიდი რაოდენობის კანაფი გაჰქონდათ, ასე მაგალითად შემონახულია თურქეთის სულთანის 1574 წლის მარტის ბრძანება გონიოს ბეგისადმი: „ცნობილი გახდა, რომ გურიელის ქვეყანაში დიდი რაოდენობით მოიპოვება კანაფი, გამოვიდა ჩემი ბრძანებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ფულზე გაცვლით იქ დაამზადონ და ტრაპეზუნდში შემოიტანონ კანაფი გემთმშენებლობისათვის. ამ მიზნით თქვენთან გამოგზავნილ ხალხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს”. იმ დროისათვის თურქეთისა და საქართველოს ანუ გურიას შორის სასაზღვრო ხაზი გადიოდა გონიოს მახლობლად სადაც ორივე მხარეს გააჩნდათ სასაზღვრო-საბაჟო პუქნტები.
სურათი – ადრინდელი გურიის მთავარი ნავსადგური – ქობულეთი ( ქობულეთი 1854 წელი) მოამზადა კახა ჩავლეშვილმა