ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა ნიგოითის საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნინო გაბელაიას გარდაცვალებას ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
“ჩემი გამორჩეულად საყვარელი მასწავლებელი, ჩემი კლასის დამრიგებელი წლების განმავლობაში, ჩემი მეგობარი სკოლის დამთავრების მერეც და უბრალოდ საქართველოს გამორჩეული მოქალაქე, უნიჭიერესი და უენერგიულესი ნინო მასწავლებელი აღარაა… ასე ძალიან დიდი ხანია გული არ მტკენია, ასე იმედგაცრუებული და შეშინებული არ ვყოფილვარ არასოდეს, რომ წარმოვიდგინე, ამ 21-ე საუკუნის ჭირის, COVID-19 სახით, მართლა რამხელა უბედურება დაატყდა თავს კაცობრიობას. ნინო გაბელაია მუდამ დარჩება იმ მასწავლებელად ჩემს მეხსიერებაში, რომელმაც ფიზიკის გარდა მასწავლა თუ რა იყო საჭირო გარდა ზოგადი განათლებისა, რომ ჩამოყალიბულიყავი სრულფასოვან მოქალაქედ და ამ უნარჩვევებს მაშინ ნერგავდა სკოლაში, როცა იგი ძალიან უცხო იყო საზოგადოებისთვის. აი ასეთი ქალი წავიდა დღეს” _ წერს კახა ასკურავა.