“საქართველოში უკვე ამზადებენ მეხუთე კოლონას, რომლის ფუნქცია არის მხოლოდ ერთი, რომლის ფუნქცია არის მხოლოდ ერთი_რამე როცა მოხდება გამოცვივდნენ ქუჩაში და იყვირონ, რომ მათ უნდათ რუსეთი”-ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მთავარი”არხის ეთერში. მისი განცხადებით, ამ სპეციალურად შერჩეული და კარგად დაფინანსებული ჯგუფების მიზანია ასევე განხეთქილება შეიტანონ საზოგადოებაში: “სანამ პირში სული მიდგას ისინი ამას ვერ გააკეთებენ და მტრის ჯინაზე ვაპირებ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და აქტიურ ქმედებებს. მე არ ვაპირებ გვერდიდან ვუყურო ჩემი ქვეყნის დამცირებას, განადგურებასა და გავერანებას. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ღირსება და ისინი არ შეეგუებიან ქვეყნის დაქცევას”
-განაცხადა სააკაშვილმა.