გურიის მოამბე

ლიგიდან რაგბისტების შემდეგ ოზურგეთელი ფეხბურთელებიც ვარდებიან

საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის, მეოთხე ლიგის გათამაშების დასრულებამდე, 5 ტურია დარჩენილი, წელს ამ ლიგაში აღზეცევული ოზირგეთის “მერცხალი”  გასავარდნ ზინაშია და დიდი ალბათობით – ისევე როგორც ოზურგეთელი რაგბისტები, კვლავ რეგიონალ ლიგაში იასპარეზებენ.

არადა სეზონის დასაწყისში ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საჯაროდ ყელყელაობდა, ოზურგეთში დიდი ფეხბურთი ბრუნდებაო-“დიდი ფეხბურთის” რა მოგახსენოთ და, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლიდან, წალინჯიხის “სქურთან” ასპარეზობაც სანატრელი გახდება.

Haylie Mcmillan

ლიგა 4. სატურნირო მდგომარეობა 25 ტურის შემდეგ

საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ლიგა 4-ს გათამაშება, თითქმის ტური არ ჩაივლის რომელიმე ფავორიტმა ქულები, რომ არ დაკარგოს. ასე იყო ამჯერედაც პირველადგილოსანი თბილისის” იბერია 2010″ სტუმრად “არაგველებთან” განადგურდა 0:4, წალენჯიხის “აქურმა” შინ ქულები დაკარგა აუტსაიდერ ვანის “სულორთან”, ლიდერთა მატჩი მარნეულის “ალგეთსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის დაძაბულ ბრძოლაში სტუმრებმა მოიგეს. 4 წამყვანი ფეხბურთელის დანაკლისის მიუხედვად საკმაოდ კარგად ითამაშა სტუმრად ოზურგეთში ხაშურის “ივერიამ” დამაჯერებლად 3:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ლიგა 3-ში ასაღზევებლად ერთბაშად 6 გუნდი იბრძვის.
დაძაბული მდგომარეობაა ცხრილის ქვედა ნაწილში სადაც გარკვეული მხოლოდ “მაჭახელას” გავარდნაა, ხოლო დანარჩენ 5 გუნდს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და ბოლო ტურამდე ასე გაგრძელდება
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights