გურიის მოამბე

ჩემი დაკავება წინასწარ განზრახული იყო – ვაჟა გაფრინდაშვილი

არასწორი ინფორმაცია გაქვთ, მე აქციაზე ვარ არა 28 ნოემბრიდან, არამედ 26 ოქტომბრიდან – ამ სიტყვებით მიმართა დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ზვიად ცეკვავამ მას ასეთი რამ უთხრა – “19-ჯერ ხართ გამოვლენილი 29 ნოემბრიდან დღემდე გზის ხელოვნურდ გადაკეტვისას სამართალდამრღვევად. ალბათ, არც ამ დროს კეტავდით გზას?”

გაფრინდაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიციას წინასწარ ჰქონდა განზრახული, დეტალურად მოყვა, როგორ დარეკა 112-ში წინასწარ და როგორ გააფრთხილა, რომ საღამოს 8-დან 11-საათამდე აქციაზე იქნებოდა.

,,ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით. მე გინდ გზა გადამეკეტა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ის, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე შვრება. 30 ადამიანს,რომლებიც გუშინ დააკავეს, შეუზღუდეს ყველანაირი უფლება, დაკავშირებოდნენ ოჯახის წევრებს. მე გეტყვით ახლა რა მოხდა. ყველაფერი 2-ის ნახევარზე დაიწყო, როდესაც ვიყავი გიორგი თავართქილაძის პროცესზე. როდესაც გამოვედი სასამართლოდან, მე დავრეკე 112-ში, გავაფრთხილე, რომ ვიქნებოდი 8-დან 11-საათამდე აქციაზე და თუ კი რაიმე სამართალდარღვევა იქნებოდა, აღეკვეთათ. ამის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი, მთხოვა პირადი ნომერი, უარი ვუთხარი და შევთავაზე ჩემი სახელ-გვარით თავად დაედგინათ, დამიკიდა ყურმილი. ამიტომ,მე ვფიქრობ, ჩემი დაკავება იყო წინასწარ განზრახული, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე”, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights