“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს.
ხოლო იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს.
“მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც.
მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.