ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა– ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.
ღარიბაშვილმა მიმართა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარტიას, EPP-ს, რომელმაც “ქართული ოცნება” არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.
“2012 წლამდე არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ. და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ იქნებოდა, რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული და აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს”,- თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ კი ღარიბაშვილმა ისაუბრა რამდენი რამ გააკეთა “მოკლე პერიოდში” ქართულმა ოცნებამ.