გურულები და “ომისთვის დამახასიათებელი თავისუფლება”

ომის დაწყება და მილიციის თავშეყრა დიდ სიხარულს იწვევს გურულის მეომარ გულში და ისინიც სიხარულით ცვლიან თოხსა და ნაჯახს თოფზე, საომარი ყიჟინა კი ყოველთვის ნახულობს მათში ხალისიან გამოძახილს. ასეთ სიხარულს მათში ომისთვის დამახასიათებელი თავისუფლება იწვევს, რომელიც მათ აძლევს საშუალებას ხელი მიჰყონ უკანონო ვაჭრობას (კონტრაბანდა) და ყაჩაღობას. სწორედ აქ იჩენენ ისინი განსაკუთრებულ სისწრაფეს, სიმამაცეს და გამბედავობას. ამ გმირობებს მათი თანამემამულეები ისე არ უყურებენ როგორც განათლებულ ქვეყნებში. პირიქით ამ საქმიანობით დაკავებული ხალხი, ყოველთვის ნახულობენ თანაგრძნობასა და თავშესაფარს მოსახლეობაში.
.
ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი 1853 წელი
ნახატი წიგნიდან – Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг. – Борис Михайлович Колюбакин;
შეიძლება იყოს მონუმენტი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share