ვაშნარი – უზარმაზარი წიფლების ფესვთა ქვეშ არსებული მიწა

„მე ვნახე უზარმაზარი წიფლების ფესვთა ქვეშ არსებული მასიური ნანგრევები, რომლებმაც ჩემში დიდი ცნობისმოყვარეობა აღძრა. სახალხო გადმოცემის მიხედვით, მე დავაბიჯებდი გურიის ერთერთი დიდებული ქალაქის მიწას, რომელიც არსებობდა ძალიან დიდი ხნის წინ, შესაძლებელია ათასი წლის წინაც კი. აქ მაცხოვრებელი მთავარი ხალხი გურულები იყვნენ, რომლებმაც თავიანთ ქვეყანას გურია ანუ ურია დაარქვეს. ქალაქის სახელი კი იყო უჩინარი (Удженаръ).
პირველად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მდინარე სკურდუბზე არსებულმა ხიდმა, რომლის გადავლის შემდეგ ჩვენ შევედით კუთხეში აშენებულ პირველ ფორტში, რომელსაც გარს უვლიდა სკურდუბი. ფორტი წარმოადგენდა სამი კარის ნაშთს, რომელთაგან ერთი სკურდუბის მხარეს იყო, მეორე მდებარეობდა აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო მესამე კარი მდებარეობდა შუაში საიდანაც გზა მიემართებოდა ნანგრევების ცენტრისკენ.
ძალიან ადვილია გავერკვეთ ამ ციხესიმაგრის ან აკროპოლისის სახეობაში, მას ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმა, მისი სიგანე გახლდათ ასოცი ნაბიჯი, სიგრძე კი ორასი ნაბიჯი. ერთ მხარე, რომელიც მდინარე ნატანებს მიუყვება ახლა ღია გახლავთ, რადგანაც კედელი ჩამოშლილია და გადავარდნილია მდინარეში. დანარჩენ სამი მხარის კედელი, შვიდი ან რვა კოშკის ნანგრევებშია მოყოლილი და დაფარულია ბაზალტისა და პიროქსენის პორფირიტის სქელი ფენით.
კიდევ ერთ კარებს მივყავართ ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მთლიანად უკავია სკურდუბისა და ნატანების დინების შედეგად წარმოქმნილი კუთხე. კედელი, რომელიც ქალაქის ამ ხარესაა უფრო სუსტი იყო, კედელს ჰქონდა კარები დასავლეთით სკურდუბის მხარეს. აქ მე ვერაფერი ვერ ვნახე გარდა გრძელი კედლის ფუნდამენტისა, რომელსაც მოცული ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სივრცე.
მთავარი კარები იღებოდა აღმოსავლეთით. ეს ძეგლი არ შეიძლობოდა ყოფილიყო ეკლესია – მისი ფორმა არ ჰგავს ღვთის სახლის ფორმას, – არ კოშკი უნდა ყოფილიყო, რადგანაც მისი კედლები თხელია, ამასთანავე კოშკები, რომელთა ფუნდამენტიც აქვეა შემონახული ოთხკუთხედი იყო, აგურის გარეშე. ეჭვსგარეშეა, რომ ეს გახლდათ წარმართული ტაძარი, აყველაზე უფრო სწორი იქნება ვთქვათ ათეშგა, ცეცხლთაყვანისმცემელთა სამლოცველო.“
ჟურნალ „библиотека для чтения“-ში 1840 წელს (1 ტომი) დაიბეჭდა სტატია, რომელიც გახლავთ დიუბუა ფრედერიკ დე მონპრეს სამხრეთ რუსეთში მოგზაურობის ანოტაცია, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას გურიაზეც (1831 წელი). ზოგ შემთხვევაში ანოტაციას აკლია აღწერის მნიშნელოვანი ფრაგმენტები, რაც არ იძლევა ფაქტების სრული აღქმის საშუალებას. მაგალითად ზემოხსენებული ათეშგა ანუ ნაგებობა გახლდათ რვა კუთხოვანი რაც გამორჩენილია ტექსტში და ა.შ.
შეიძლება იყოს ბუნება და ხე-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share