წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე აგებულია რამდენიმე ქვიშის ბორცვზე, რომლზეც დგას ხუთი თუ ექვსი თურქული ზარბაზანი, რომელთაც არ გააჩნიათ დამცავი მიწაყრილი და ისნი დგანან უბრალოდ მომაღლო ადგილზე. იქვე გვერდით კი დგას გადახრილი ძველი ხის კოშკი.
მდინარე ნატანები, რომელსაც ავტორი მიიჩნევს Isis Appianovy, მიედინება ბორცვების ძირში და გარს უვლის წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეს, იგივე მდინარე წარმოადგენს თურქეთთან გამყოფ საზღვარს.
კოშკიდან წარმოგვიდგება ულამაზესი ხედები მდინარის შესართავის, თურქეთის სანაპიროსა და ბათუმის მთების მთელ სიგრძეზე, რომელიც მთავრდება ძალიან შორს ზღვის სანაპიროზე სადაც საბოლაოდ ერწყმის ჰორიზონტს. ეს მთები ეკუთვნის ძველ ცანიკას (Цанике) და ქართველების იშანეთს (Ишанетии), ქვეყანას, რომელიც განთქმულია სასტიკი წესებით და მამაცი მოსახლეობით, რომლებიც მიეკუთვნებიან ლაზების თაობას.
წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე – ამ სანაპიროს ჯანმრთელობისათვის ყველაზე უფრო საშიშ პუნქტს წარმოადგენს. სიმაგრე გარსშემორტყმულია მდინარეებით. სიმაგრესა და ზღვას შორის არის მლაშე ტბა. ნატანები ოდესღაც მოედინებოდა ჭაობებს შორის, მაგრამ შემდეგში მისი კალაპოტი შეიცვალა და ჭაობები დარჩა ორ მეჩეჩს შორის, რომლის მყრალი ნიდაგიც წარმოადგენს დაავადებათა მთავარ მიზეზს.
–
დიუბუა ფრედერიკ დე მონპრეს ნახატი – შეკვეთილი წმინდა ნიკოლოზის ფორტი
–
ჟურნალ „библиотека для чтения“-ში 1840 წელს (1 ტომი) დაიბეჭდა სტატია, რომელიც გახლავთ დიუბუა ფრედერიკ დე მონპრეს სამხრეთ რუსეთში მოგზაურობის ანოტაცია და იგი შეიცავს ინფორმაციას გურიაზე (1831 წელი). (თარგმნილია რუსულიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა