სოფელი შემოქმედი, ექადია და ნაგომარი გასულ საუკუნეში(ფოტოამბავი)

სპეციალურად “გურიის მოამბისთვის” სოფელ შემოქმედში, ექადიასა და ნაგომარში 1905 წელს გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნებული ფოტოები კახა ჩავლეშვილმა მოიძია.

გაზეთის ადგილობრივი კორესპონდენტი მაშინ წითელ;ი მთის ეკლესიით, ვიწრო ბოგირზე მიცვალებულის გადატანით და ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლით დაინტერესებულა.

ფოტოებზე ასევე იხილავთ, ექადიის სამრევლო სკოლას და მის მოსწავლეებს, ექადიის ეკლესიის საყარაულო სახლს.

რაც შეეხება ნაგომარს, ფოტოების ავტორი აქ სიმინდის ტეხითა და ქურჩნით, მდინარე სუფსაზე ნავით გასვლითა და სოფლის ცენტრალური ადგილებით დაინტერესებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share