ბელიკოვის უფლებებს, ადვოკატი დავით მჟავანაძე იცავს.
Николай Беликов -ის წერილი ფოთის იზოლატორიდან, სადაც ის მიმართავს ქართული ოცნება / Georgian Dream -ის წევრებს და მხარდამჭერებს:
ძვირფასო მეგობრებო,
მთხოვეს რამოდენიმე სიტყვა დამეწერა ქართველებისთვის. კარგად არ მესმის, რატომ მაინცდამაინც მე – ადამიანს, რომელსაც არ აქვს არც საქართველოს მოქალაქეობა და არც
ცხოვრების ნებართვა და ამჟამად აქვს უკვე ორი დეპარტაცია, მაგრამ შეიძლება გარედან ნამდვილად უკეთ ჩანს, ამიტომ მე შევასრულე ეს თხოვნა. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და სწორია მივმართო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ან მათი მხარდამჭერები, ისინი ასევე არიან ქართული ერის ნაწილი.
ცხოვრების ნებართვა და ამჟამად აქვს უკვე ორი დეპარტაცია, მაგრამ შეიძლება გარედან ნამდვილად უკეთ ჩანს, ამიტომ მე შევასრულე ეს თხოვნა. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და სწორია მივმართო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ან მათი მხარდამჭერები, ისინი ასევე არიან ქართული ერის ნაწილი.საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებო და მხარდამჭერებო, ჩვენ ყველას უკვე დაშვებული გვაქვს და ახლაც ვუშვებთ ცხოვრებაში ბევრ დიდ და პატარა შეცდომას. ასეთია ჩვენი ბიოლოგია და აზრი – შეცდომებზე ვსწავლობთ, ვიღებთ გამოცდილებას, ვაკეთებთ დასკვნებს, ვცდილობთ ისინი (შეცდომები) აღარ გავიმეოროთ მომავალში და ვდგამთ ახალ ნაბიჯებს წინ, ვცდილობთ გავხადოთ ცხოვრება უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის.და ეს ბუნებრივია, ნორმალურია და კარგია – იყო წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი (ამას ვუსურვებ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!) მაგრამ ხანდახან, ამ ბედნიერების და კეთილდღეობისკენ სწრაფვაში ჩვენ გვეკარგება ზომიერება, ვხვდებით გულგრილები, გვავიწყდება, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც ბევრს შრომობს, რომელმაც თქვენნაირად დაიმსახურა ის ბედნიერება და კეთილდღეობა. შეიძლება, სადღაც და ოდესღაც თავისი მძიმე ცხოვრების განმავლობაში, მათ დაუშვეს საბედისწერო შეცდომები, რომლებმაც ხელი შეუშალეს მათი მიზნების მიღწევაში. მაგრამ ამ ხალხს თქვენნაირად უყვარს თავიანთი ოჯახები, თავიანთი ქვეყანა და უნდათ საუკეთესო მომავალი თავისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.
სამწუხაროდ ძალაუფლების, ფულის და პრივილეგიებისკენ სწრაფვაში თქვენ, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, დაუშვით შეცდომა – თქვენ დაგავიწყდათ თქვენი თანამოქალაქეები, სამართლიანობა და საქართველოს მომავალი. განვმეორდები – შეცდომების დაშვება და ამ შეცდომებზე სწავლა ნორმალურია. მაგრამ მარტო იმ
მომენტამდე, სანამ ეს არ ანადგურებს ათასების ბედს – ახალგაზრდა ქართველების, რომლებსაც უნდათ თავისუფალ და ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება.
მომენტამდე, სანამ ეს არ ანადგურებს ათასების ბედს – ახალგაზრდა ქართველების, რომლებსაც უნდათ თავისუფალ და ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება.მე რუსი ვარ, ოკუპანტი, ფაშისტური ფედერაციის მოქალაქე, მაგრამ აქ ვცხოვრობ 8,5 წელზე მეტი. მე მიმიღო ამ ერმა, ფაქტიურად გადამარჩინა. ამ წლების განმავლობაში არ შემხვედრია არც ერთი ქართველი, რომელიც მეტყოდა, რომ არ უყვარს თავისი ქვეყანა და წასვლა უნდა. მე არ ვაპირებ ჭკუა ვასწავლო საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ მე შემიძლია შევაფასო ის სიყვარული, რომლითაც აქაურები მოიხსენებენ თავიანთ სამშობლოს.
მაგრამ რომელ ქვეყანაში გვინდა რომ ჩვენმა შთამომავლებმა იცხოვრონ? ისეთში, როგორიცაა პუტინის რუსეთი? ან ჩრდილოეთ კორეა, ან ირანი? რატომ და რა მომენტში გადაწყვიტეთ, რომ პუტუნის იმპერიალისტური ცივილიზაცია, რომელმაც 2008 წელს თქვენს ტერიტორიას 20 % მოაჭამა, თქვენთვის უფრო ახლოსაა? ავღანელი ტალიბანი, რომლებიც თქვენსავით ლაპარაკობენ „საუკუნოვან ფასეულობებზე“, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში ქალებს უკრძალავენ სწავლას და ცეკვას, რატომ აღმოჩნდა თქვენთვის ახლო? რატომ გეჩვენებათ ჩრდილოეთ კორეიის ეკონომიკა და მსოფლიოსგან იზოლირება უფრო პერსპექტიულად და უკეთესად?
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილებისთვის ეგეთი მომავალი არ გენდომებოდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს უნდათ და შეუძლიათ იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები მარტო თავისუფლებაში, სადაც ყველას უფლებას სცემენ პატივს, სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ოცნების წევრი არ ხარ. იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი პრობლების განხილვა, სადაც არჩვევნებზე წაგება არ ანადგურებს ერთობას და არ წარმოადგენს რეპრესიების და შურისძიების საფუძველს, სადაც პოლიცია ემსახურება საკუთარ ხალხს და იცავს კრიმინალისგან და ძალაუფლება, როგორც მთელი ქვეყნის ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება, რეგულარულად იცვლება სამართალიანი და თავისუფალი არჩევნების გზით.
ეგეთი პოლიტიკის შედეგები ცნობილია – საკმარისია შევხედოთ თუ როგორია ცხოვრება პუტინის რუსეთში, რომელშიც უკვე თითქმის ყოველდღიურად ხვდება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაკეტები და დრონები. იზოლაციაში, მეგობრების და პერსპექტივის გარეშე, დამპალი ეკონომიკით და ახალგაზრდა თაობებით, რომლებიც მიდიან ქვეყნიდან. თქვენთვის ძალიან გაიზარდა რისკი აღმოჩნდეთ სანქციების ქვეშ, დაკარგოთ თქვენი აქტივები, ფული, აღარ იყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამისკენ მიისწრაფვით? ამისთვის სცემთ საკუთარ მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის დროს? მზად თუ ხართ მოკლათ ფულის და ძალაუფლების გულისთვის? მინდა იმედი მქონდეს, რომ არა. ყოველ შემთხვევაში, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც უკვე მოხდა და ხდება, თქვენ ჯერ არ გადასაულხართ იმ ზღვარს, რომელიც იწვევს გამოუსწორებელ შეცდომას და, ჩემი აზრით, ჯერ კიდე შეიძლება ყველაფრის გამოსწორება – მშვიდობიანად, ერთად, საქართველოსთვის უკეთესის გულწრფელი სურვილით.
პატივცემულო თანამოქალაქეებო, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებო და მხარდამჭერებო. დიახ, თქვენ დაუშვით მძიმე შეცდომები. მაგრამ ისეთები არა, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება. ბევრი თქვენზე გაბრაზებულია, ბევრი ვერ გიტანთ, ბევრი მზადაა თავისი სიცოცხლე შეწიროს თქვენს შეჩერებას. მაგრამ ისინი, ვინც ახლა ქუჩაშია, ისინი ცივილიზაციის, მშვიდობის და პროგრესის მხარდამჭერები არიან. მათ სჯერათ ადამიანის გონების, გულუხვი და ღია ქართული სულის. მათ სჯერათ სასწაულის, როგორ გულუბრყვილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მე არ მაქვს კითხვები ბ-ნ ივანიშვილთან, ამ პატარა ადამიანთან, რომელმაც ზღვარს მიაღწია და თავის თავში პატარა პუტინი აღზარდა. მაგრამ თქვენ? დარწმუნებულები ხართ, რომ გინდათ იყოთ იმ ადამიანის გვერდით, რომელმაც დაკარგა ღირსება, ნამუსი და სიყვარული? მისი ბინძური რუსული ფულით, მისი უნამუსობით და ტყულით?
ჩვენ არ ვართ ბარბაროსები და გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ძვირფასია, საჭიროებს პატივისცემას და სამართლიან მოქცევას. ჩვენ კიდე შეგვიძლია გავერთიანდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი ყველა შეცდომა. და ეს გამოსავალი არსებობს. და ის ყველას აწყობს: შეწყდეს რეპრესიები და ძალადობა, განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და გაუქმდეს მათი ბრალდებები, გაუქმდეს ის კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ჩაინიშნოს და ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები. ეს ყველაფერი მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს, შექმნის ერთობას, შეაჩერებს ძალადობას ქუჩაში და დააბრუნებს დებატებს პარლამენტში.
გემუდარებით და გთხოვთ, იპოვეთ ძალა რომ შეთანხმდეთ, რომ აიცილოთ ტრაგიკული და გამოუსწორებელი შედეგები და ადამიანური მსხვერპლი. საქართველოს ნათელი, თავისუფალი და აყვავებული მომავლისთვის.
საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!
ფოთის იზოლატორი, 31.10.2025
ნიკო თეთრაძე (ნიკოლაი ბელიკოვი)
ნიკოლაი ბელიკოვის განცხადებას, დავით მჟავანაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ავრცელებს;
მისი დეპორტაციის გადაწყვეტილებას, ადვოკატი დავით მჟავანაძე, უცხოელ ადვოკატებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს.
როგორც დავით მჟავანაძემ გვითხრა, მტკიცებულებები, რომელიც ბელიკოვს გააჩნია, რომ მას დეპორტაციის შემთხვევაში რუსეთში სიკვდილი ელის, ინახება მის პირად ტელეფონში, რომელზედაც წვდომას დროებითი მოთავსების იზოლატორი ადვოკატებს არ აძლევს.
მჟავანაძის თქმით, შსს ამბობს, რომ ტელეფონზე წვდომის უარის თქმ,ის მიზეზი არის ის, რომ პატიმარს განცხადება ქართულ ენაზე არ აქვს დაწერილი.
დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ შსს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბელიკოვმა სტრასბურგში მნიშვნელოვანი არგუმენტები ვერ წარადგინოს და დისიდენტი რუსეთს სიკვდილით დასჯისათვის უპრობლემოს გადასცეს.
დავით მჟავანაძის გარდა, ბელიკოვის უფლებებს რამდენიმე უცხოელი ადვოკატები იცავს ევროპიდან, ხოლო საქართველოში ასევე, მარიამ ჩხაიძე და დარია სამადუროვა.








