სოვეტსკი ეკრანი – “უალდ ვესტის მხედარის” გადაღებაზე

„გოსკინ-პრომის შიდა ეზო, უზარმაზარი ცირკი – იპოდრომი, მორთული დროშებითა და გერბებით. შესასვლელში გამოფენილია წარწერა: Big real wild West show. ნ. ი. ტიხონოვი თარგმნის – ველური დასავლეთის ნამდვილი სანახაობა“.
.
„რეჟისორი წუწუნავა რუპორით იძახის: შემოუშვით პუბლიკა!“
.
„ისევ გაჟღედა მუსიკა. ჰეროლდები, რომაული ეტლი, ბალეტი, კოვბოები, ინდიელები, და ბოლოს პროგრმის დამრტყმელი ნომერი – გურული მხედრები.
.
გასული საუკუნის შუა წლებში, გურიიდან ამერიკაში რამდენიმე ასული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. სამუშაოდ მიდიოდნენ უმეტესად მამაკაცები. ვინაიდან მათ არც ენა და არც რაიმე ხელობა იცოდნენ, ცხენზე ჯირითის ბუნებრივი ნიჭის გამოყენებით ქმნიდნენ მოხეტიალე საცირკო დასებს. ერთი ასეთი მოხეტიალე დასის ისტორია ფილმი – „ვინ არის დამნაშავე“.
.
ორი ასეული მხედარი წრის შემოვლის შემდეგ დაბრუნდა თავის ადგილზე. დაიწყო საცირკო პროგრამა. ამერიკული სტილი რამდენად იყო გამოყვანილი – არ ვიცი: ამერიკაში არ ვარ ნამყოფი. მაგრამ ვფიქრობ რომ ლენტზე ეფექტური გამოვა.“
.
ფრაგმენტები ვ. როი სტატიიდან – „По-Американский“ – Советский Экран (1926 Г. №26)
.
ფილმის აფიშა – “უალდ ვესტის მხედარი” (რეჟ. ალ. წუწუნავა- 1925 წელი)
შეიძლება იყოს შენობაში-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share