უკრაინის შემდეგ პოლონეთს ვაჩვენებთ რა შეგვიძლია – რამზან კადიროვი ახალი ომით იმუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს თავდასხმით ემუქრება და აცხადებს.

“უკრაინა- ეს უკვე დახურული საკითხია, მე პოლონეთი მაინტერესებს.

უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, ჩვენ 6 წამში ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია. ჯობს, უკან წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ბოდიში მოიხადეთ ჩვენი ელჩის გამო. თქვენ ძალიან ცუდი თამაშები დაიწყეთ ჩვენს სახელმწიფოსთან”, – აცხადებს რამზან კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share