აკაკის მიერ იაპონელი მარშალისადმი მიძღვნილი “გურული ნანინა”

1904-05 წლებში წელს რუსეთ იაპონიის ომის პერიოდში, როგორც ჩანს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და ზოგადად ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი იაპონელებს გულშემატკივრობდნენ. რასაც ამის ამსახველ ძალიან ბევრ სხვა ფაქტთან ერთად მოწმობს აკაკი წერეთელის მიერ იაპონელთა გენერალური შტაბის უფროსის მარშალ ოიამა ივაოსადმი მიძღვნილი ლექსი – გურული ნანია, რომლის ყველა კუპლეტი მთავრდება სიტყვებით – “ოი, ამას ვენაცვალე!” სათაურიცა და ლექსის გურული მოტივები იმ დროს გურიაში მიმდინარე მოვლენებს ეძვნება.
.
“გურული ნანინა”
„ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,
გასალტული…და იწვალე!
გაიზრდები, სხვა იქნები,
ოი, ამას ვენაცვალე!
მე, მონობის დროს ნაშობი,
მონობაში დავიღალე;
შენ კი სულ სხვა ბედისა ხარ,
ოი, ამას ვენაცვალე!..
ის, რაც იყო, აღარ არის,
შეიცვლება დღეს თუ ხვალე;
გზატკეცილი დაგიხვდება,
ოი, ამას ვენაცვალე!..
„ნანას“ გეტყვი სხვანაირსა,
მარცვალ–მარცვალ დაისწავლე;
მხსნელს დახსნილი მიეგებე!..
ოი, ამას ვენაცვალე!..
რაც მე მტანჯავს, ნუღარ მკითხავ,
ის ოდესმე შენ დასთვალე,
და პასუხი აგებინე!..
ოი, ამას ვენაცვალე!..
მაგრამ ჯერ კი აკვანში ხარ, –
გაიზარდე მალე, მალე!
რომ შენს შვილებს შენც მოუთხრა:
ოი, ამას ვენაცვალე!..
.
ფოტოზე – მარშალი ოიამა ივაო
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share