როგორ გააცურეს გურიის ჯანყის დროს რუსები – ჭანჭათელი გოგია ვადაჭკორიას მონათხრობი

კართაგენი უნდა დაინგრეს!
რუსი დამპყრობლების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, 1841 წლის ჯანყის ანუ “პუნტის“ ერთ-ერთი მონაწილე, ჭანჭათელი მჭედელი გოგია ვადაჭკორია საზოგადო მოღვაწეს აპოლონ წულაძეს უყვებოდა: ,,რუსმა უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, რომ გადაგვეხადა… მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხდით და ვიპუნტეთ…. რუსი რომ გამოგვეკიდა უკანიდან უკამანდრეს, პრიამა პრიამაო (პირდაპირ). ჩვენ წინ გზაზე პრიამათ დიდი წიფელი დავაგორეთ. რუსებს გუუჭირდა წიფელაზე გადარება, მიადგა მისი პრტყელი ტაპორაით (ცული) და წიფელი გადამორა. გზაი გეიკეთა პრიამათ, ამასობაში ჩვენ უკნიდან შემოვუარეთ და სულ ჩორთი, ჩორთი (ეშმაკი) გვიძახეს”. გურიის ჯანყის ჩახშობის მრავალი წლის შემდეგაც გოგია ვადაჭკორია ყოველი ახალი წლის დილას თოფს ჩრდილოეთისაკენ მიაბრუნებდა და უკიჟინებდა – სიკვდილი, კილავ, რუსებს!
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
ირაკლი მახარაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share