ხრიალეთი – ურეკი ტყე და კიშალა ხომერიკი-კახა ჩავლეშვილი

ხრიალეთი – ურეკი ტყე და კიშალა ხომერიკი
.
აქანაი ყოფილიყო უვალი ტყეი. ამ ხრიალეთში ყოფილიყო მარტო შვიდი მოსახლე. გააპობდენ ცულით ხეს და დააშენებდენ. უმბრავლესობას ფაცხები ქონდა. წამბლის მასალას ძნილობდენ. ბილი იყო წაბლი ცულჩი. ლუკუმხის სარს დაასობდენ მიწაში და მოღობდენ შკერის წკნელით და შამობურდნავდენ ღომის ჩალით. ქი იყვნენ ასე: სეჲინი არ იყო, სტაქანი არ იყო, ქვეშაგებელი არ იყო, ნაფთი არ იყო.
.
ფიცრის ურემი იყო. ხეს გააპობდენ და გათლიდენ იმას და ქი იყო. შამუუჭედელი ყოფილიყო. ჩალდაყი იყო და არკაპი არ ქონებოდა, წირეხოთ იყო მიმბული უღელზე და წეიღებდენ სიმინდს შეკვეთილში. მეტი ბაზარი არ იყო აქეთ. გამოკაფდენ პატარა მიწას და დათესდენ სიმინდს. კაი სიმინდი მოდიოდა. საქონლები ხავდენ. ყველი არ იყიდებოდა მაშვინ. ყველს ვინ იყიდდა!
.
წევიდოდა და აგერ მოკვლიდა ვერულ ღორს, მეიტანდენ და ჭამდენ. ყოფილა სულ კრიპუჭი. კრიპუჭები კეთდება სუროის ყვავილიდან და ბზაის (ბზის) ყვავილიდან. კრიპუჭები იყო ღრუიან ხეში, უმფრო ცაცხვის ხიეფში.
.
ამ შვიდ მოსახლეს ყოველ ორ დღეში თავი უნდა მიეყარა. უნდა გაკეთებულიყო მორიგოობა. ყოველ ორ დღეში უნდა იერჩიენ ახალი მორიგე. რომ თათარი მევიდოდა ბაღნების წასაყვანათ, მორიგეს თოფის სროლა უნდა იეტეხა. თოფის სროლას რომ გეიგონებდენ, ყველაჲ წევიდოდა დასახმარებლათ კაჟიანი თოფით. ზოგს დაატიებიებდენ და ზოგს ვერ დაატიებიებდენ. მერმეთ გამბრავლდა მოსახლოობა.
.
აი კაჟიანი თოფის ხმაი ყველას ვერ უსტობოდა. მერმეთ გამოუარჩიეს ამ თემში უმაღლესი არდგილი. იქინეჲ ჩამოკიდეს კოპიტის ხმელი ძელი, დააყენეს კაცი. რომ გეიგონებდა კივილს, დაქვრიდა ძელს. კოპიტის ხმელ ძელს მაგარი ხმაი ქონდა. რომ გეიგონებდა ხალხი იმ ხმას, წევიდოდა. იცოდა, რომელი გზით უნდა წასულიყო. ჭრილი ერთი იყო. თათარი რომ მითხებოდა, გზაი დაკავებული მაქო, გადიყვანდა ბაღანას განში და ააკრავდა ხეზე: მერე მუაკითხავ და წევიყვანო. თუ მალე ვერ მუაკითხავდა, ქი მოკტებოდა ბაღანაჲ. პირში უდობდენ ბულთს ან პლარტუკს, რომ არ ეკივლა და არ წიეყვანა ჭირისუფალს. იმფერი ტყეი იყო, რომ მერე ვერც მიაგნებდა იმას თათარი. საკავიე ქვია არდგილს. იქინე კაცი კავდებოდა, ვერ გადიოდა. იმას იქით ურეკია. ვეღარ მეირეკეს, საკავიამ არ გუუშვა. მუურეკელათ დარჩა იგი. სიქამდი საკავია არ დეიწვა და არ გევიდა ხალხი, იყო ურეკი, მუურეკელი ტყეი.
.
დედაჩემი იყო ასი წლის, რომ მოკტა. იგი მეტყოდა მე: შვიდი წლის რომ ვიყავიო, მეზობლისას მივდიოდიო. მიორე მეზობელმა დამხთაო და თათარს მიმცაო. მერმე შუუტყვეს ადრეო და დაატიებიეს ჩემი თავიო. აქაური თვარ ხავდა ჩაჩუტი, ისთე რა იცოდა თათარმა, ვინ წიეყვანა.
.
კიშელა ხომერიკი ყოფილა მაგარი კაძახი. პირდაპირ მიეწია თურმე თათარს. თათარმა ფული აძლია: ნუ მომკლაო, მარა არ დეინდო. მოკლა თათარი და წამეიყვანა ტყვეი. ტყვეი კიშელამ წამეიყვანა, იყო მეგრელიძის ქალი. მერე გათხოვდა და ეყოლა ოთხი ვაჟიშვილი, ახლაცაა მისი ბადიშები.
.
მთხრობელი გრიგოლ ხომერიკი, შრომა(ხრიალეთი) 1962 წელი
.
შალვა ძნელაძის ნახატი – გურული
შეიძლება ილუსტრაციაა
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share