არსებობდა თუ არა გურიის რესპუბლიკის მარკა?

გურულების თავგადასავლში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია 1905 წლის ივნისიდან 1906 წლის იანვარი. ანუ გურიის რესპუბლიკის არსებობის პერიოდი, როდესაც გურულებს ჰქონდათ სასამართლო, კრეფდნენ გადასახადებს, იცავდნენ წესრიგს და ა.შ.

ჩემი აზრით არის ერთი განსაკუთრებული მომენტი გურიის რესპუბლიკის ისტორიაში, რომელიც აღნიშვნის ღირსია.

კერძოდ 1905 წელს ოზურგეთის სტამბაში დაიბეჭდა საფოსტო მარკა ქართულ და რუსულ ენებზე წარწერით – “გურის რესპუბლიკა”,

მარკა მისი ფაქტურით ძალიან მარტივი ყოფილა, თეთრ ფურცელზე დაბეჭდილი იყო ისამნის ფერი მელნით, მარკის ფასი 2 კაპიკი იყო.

ამ მაკის ორი ეგზემპლარი ერთ ფურცელზე, ერთმანეთისაგან ფერფორირებული ხაზით, გარკვეული დროის მანძილზე ინახებოდა ცხავათის მუზეუმში.

რამდენად იყო მარკა მიმოქცევაში ჩემთვის უცნობია. სხვა ინფომაცია ამ მარკის შესახებ ვერ მოვიძიე, ზემოთ მითითებული ინფორმაცია მოწოდებულია თვითმხილველის მიერ, რომელიც ჩემი აზრით სანდო გახლავთ.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share