თუ ვინმე ყოფილხართ 20/20 საპარლამენტო არჩევნების მერე რომელიმე სასამართლო პროცესზე, სადაც რაიმე ტიპის დავა განიხილებოდა საარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, ზუსტად მიხვდებით თუ რატომ არ თმობს ცოცხალი თავით სასამართლოს “ქართული ოცნების” ხელისუფლება,თუნდაც 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის ფასადაც. ე.შ შარლ მიშელის შეთანხმების სახელით ცნობილი დოკუმენტის მიხედვით და აშშ-ს უპრეცედენტო ზეწოლის შედეგად, “ქართულ ოცნებას” მეტნაკლებად მოუწია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა რომელიც იდეალურიდან ძალიან შორსაა, მაგრამ სჯობს არსებულს.ასევე,იცან რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იქნება უპრეცედენტო დაკვირვების ქვეშ და ჩამოვა საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, აქედან გამომდინარე გაყალბების და მანიპულაციების მთელი სიმძიმის ცენტრი, გადატანილი იქნება სასამართლო დარბაზებში, რომელიც მოცემული რეალობის გათვალისწინებით, სრულად კონტროლდება მათ მიერ. აქედან გამომდინარე ქართულ ოპოზიციას და განსაკუთრებით საპარლამენტოს, რომელიც არ კონტროლდება ოცნების მიერ, ძალიან სერიოზული დაფიქრება მოუწევს თუ ოცნებამ არ შეაჩერა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და არ გაითვალისწინა არცერთი პირდაპირი მითითება რომელიც უამრავია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის მიერ, რამდენად ღირს საერთოდ ამ პარლამენტში დარჩენა და ჩაყოლა ქართული ოცნების თამაშში თითქოს და შარლ მიშელს შეთანხმების მერე ყველაფერი რიგზეა, პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია და ვემზადებით მომდევნო არჩევნებისთვის.
კახა ასკურავა, ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი.