გურული ზღაპარი – “ამისანაი და ამისვარესი” ( ნაწილი I )-კახა ჩავლეშვილი

გურული ზღაპარი – “ამისანაი და ამისვარესი”
( ნაწილი I )
*
იყო და არა იყო რა, ღთის უკეთესი რა იქნებოდა, შაშვი იყო მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ცხოვრობდა ერთი ჩოფანო კაცი. იმას სახში არ ქონდა ხინკი, არც მიწა. ედგა ერთი დანტროვილი ჯარგვალაი, რომელსაც აქედან-იქედან მიყუდებული ქონდა ბიჯგები, რომ ქარს არ წიექცია.
*
ამ კაცს ეზარებოდა მუშაობც. ყველა ცისმარა დღეს ღლაბუცობდა და ტენტერობდა წაღმა-უკუღმა. ხან ერ მეზობლისას მიტენტერდებოდა, ხან მეორესას, მერე როიცხა მივიდოდა სამე, სახში წასლას ვერ გეინკლოვდა. ამიზა ყველაყას შეძულებული ჰქონდა მისი სტუმრობა.
*
ბოლოს როვარც იქნა, ამ კაცმა იფიქრა ქალის მოყვანა, გადაღმა სოფლიდან მეიყვანა ერთი კაი გადაბრაწული ციცაი. აი ციცაი თურმე სამუშიერს იყო მიჩოვილი და როიცხა დეინახა მისი ქმარი სახს არ შორდებოდა – დუუწყო ჩხუბი: – კაძახო ხელი გაანძრიე, სამე წაი, ფული იშონე, თვარა შიმშილით დევიხოცებითო.
*
კაძახს არ უნდოდა სამუშიერზე წასლა; რავა ვთქვა, მარა დილას ადგომაც ქე ეზარებოდა თფილი ლოგინიდან. იგი გაჭირვებული თვითან ვერ კლოულობდა ვერასფერს. სანამდი მისი ქალი ფერდეფში არ ჩაკრავდა ჯიღეფს და ლოგინიდან არ გადმოაწიკუნტალებდა, მანამდი დილოვობით არ დგებოდა ლოგინიდან.
*
ერი გზობა როიცხა ნასესხები გევიდა, ნააღდომეფს, ქალმა უთხრა: – კაძახო, სამე ყანა დათესეო; შენი თვარ გაქ, სახელმწიფო მიწა მაინც დახენიო. ქალმა მაშინათვე გადირბინა მეზობლისას, ითხუა ხარები და კავ-სახნისი და მისა ქმარს. – შენ წაი სამუშიერათ, მე სადილს გაგიკეთეფ და მოგიტან ყანაშიო. წევიდა ამ კაცმა. იარა, იარა და მიადგა კოდარაის გორას. იქინე დათუნაიშვილების მამულის ახლოს, სახენწიფო მიწა დეინახა ტიალი და დუუწყო ხნაი.
*
ხნავდა და ხნავდა გამწარებული. ბარე სამი სრელიც ქე დახნა. ჯერე კიდო ადრე იყო. ქალის ჯინაზე იმას ბეური უნდოდა ემუშავა. ხნავდა, ხნავდა მარა უცფათაი ხარებმა ქე გაჩუმდნენ რაცხაიზა. კაცმა მუუქნია ჯოხი და აშიო შუუძახა. მარა შენც არ მომიკტე. ხარებმა ერთი გეიწიეს და ისოვლე გაჩემდნენ. თურმე სახნისი მიწაში რაცხას მოდობოდა და იმან გუუჭივრა საქმე ხარეფს.
*
ხარებმა კიდავ გეიწიეს და ამოაგდეს მიწიდან ცის და ქვეყნის ხელა ზანტუკი. ამ კაცს შეეშინა. დააწყებია ბღანკალმა. იფიქრა ახლა კი ბეჯითად დევიღუპე, დავაფსე ვოჯახი, ამ სახენწიფო მიწაში რაცხა შენახული ყოფილა და ჩვენი ხენწიფე ბეჯითად მომკლავსო. რავარც იყი შიშლოურთაი გახსნა ზანტუკი და რას ხედავს მისი თვალები! თელი ზანტუკი გაფსებულია ვოქროს ფულებით. ბარე ვორი-სამი თუ ერია შით ვერცხლის და სპილენძის ფარა, თვარა ისთე თლა ვოქრუებით იყო აფსებული ამისისხო ზანტუკი. კაცმა დეიწყო ტირილი. ახლა ამ ამბავს ვინცხა მუუტანს ხენწიფეს და მომკლენო. ტირის საწყალი კაცი. ამასობაში ამ გზაზე ერთი ღდელი გამოჩთა.
*
ღდელს სოფელჩი წირვა ჩიეტარებია, ხურჯინი იეფსო ქათამ-ხაჭაპურებით და გამსკტარს ძვილათაი მიათრევდა შინ ჯორი. ღდელს ძალიანი შიეცოდვა ეს კაცი და ქითხა: შვილო რა წაგეკიდაო. – ასე და ასეა ჩემი საქმე მამაო, უთხრა კაცმა. ღდელმა დაანუგეშა მაი აფერია მე გადაგარჩენო; – მხოლოთ რაცხაფერაი მომეხმარე მაი ვოქრუები ამ ხურჯინში ჩამაყრიევო. საწყალ კაცს გუუხარდა, აი რა თავარანგელოზი გამომენცხადავო იფიქრა.
*
ღდელმა თლა გაცალა ზანტუკი. დიდი-დიდი ვოქრუები ჩეიყარა ხურჯინში. ამ კაცს კი მისცა პაწ-პაწაი სპილენძის შაურიანები: – წეიღე, აფერია, მე შევეხვეწები უფლს და ხენწიფე მოგვიტევეფსო.
*
ამასობაშეი ქე შეიქნა შვადღე. ღდელსაც და ამ კაცსაც გვარიანათ მოშივდნენ. გეიხედა კაცმა და დეინახა მისი ქალი, მოქონდა გაკეთებული სადილი და ერი ლაგინაი ღვინო. ამ კაცმა გეიქცა და მიახარა ამფერათ გადარჩენის ანბავი. ასე და ასე დამემართა და ამ ღთისნიერმა ღდელმა დამიხსნა ფათერაკისგანო. ქალმა გვარიანად ჩუუსისტიქინა საწყალ კაცს: “მაგფერი სიაბდლიზა მე შენ გიზამ ნაქნარსო”. რაღას იქადა ქალი. ისოვლე დაფაიჯა სადილზე ღდელი. ქმარს კი ყურში ჩუუფუჩუნა: – ღდელმა ჩემი სახელი თუ გკითხოს, უთხარი ამისანაი ქვიათქვა; შენზე კი – ამის ვარესითქვა. დეიწყეს ჭამა. დუუსხა ქალმა ღდელს დუუსხა ღვინო მათარაში და დაალევია. ქმარს კი არ დუუსხა. კაცმა უთხრა – პაწაი მეც დამალევიე მაი ღთის მოცემულიო, მარა შენც არ მომიკტე, მაი არ გუუგონა და როიცხა მორე გზობა უთხრა ღვინო დამისხიო, იმფერი თვალებით შეხედა, რომე ღვინო კი არა სადილის ჭამაც კიღამ გადააგდებია.
*
გაგრძელება იქნება (ალბად)
*
ალექსანდრე ღლონტი – “გურული ფოლკლორი” 1937 წელი
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share