“ერთი წელია ლაფს მასხამენ. თვითმმართველობაშიც, ოპოზიციაშიც და ყოფილი მერის გარემოცვაშიც ყველამ იცოდა სიმართლე და ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ვინც საჯაროდ იტყოდა რომ ირაკლი კუჭავა არაფერშუაში არ იყო. მიუხედავად იმისა რომ 12 წელი ,, სისხლს მიშრობდი,,
მადლობელი ვარ ნატო ამ პოსტისთვის.
მაკასთან ინტერვიუშიც არ ვისაუბრე დეტალებზე და მხოლოდ დაგიმოწმე”
წერს ჩოხატაურის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა, სოციალუე ქსელში, ტვ “პირველის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიას პოსტის კომენტირებისას:
“ბოლო 10 დღეა, გურიაში, მას შემდეგ რაც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელი სცემა, იმდენი “ექსპერტი” და ყველაფრისმცოდნე ხალხი გამოჩნდა, რომ მეც კი გამაკვირვეს
ყოფილი თუ მოქმედი ე.წ. პოლიტიკოსები, ვითომ ძველი ბიჭები, მედიის დედები თუ მამები და ა.შ. დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ რესტორანში მომხდარი პოლიციელზე სასტიკი ძალადობის ფაქტი პოლიტიკას უკავშირდება და არა ქუჩურ, სამარცხვინო გარჩევას
ამ კატეგორიის ხალხს არც ვიდეოკადრების გასაჯაროებამ უშველა და ისევ იმას ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი ჩიგოგიძის და კობახიძის კლანებს შორის დაპირისპირებაა მხოლოდ
ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და იმას ამტკიცებს, რომ დავით შარაშიძე, რომელიც ჩიგოგიძის კანდიდატი იყო, კობახიძის კლანმა ჩაძირა
და აზუსტებენ,
რომ თემა, რომელმაც შარაშიძის, როგორც მერის კარიერა დაასამარა, კობახიძის კლანმა მომცა და ამ.კლანის წარმომადგენლად Irakli Kuchava სახელდება, რომელიც მაშინ საკრებულო თავმჯდომარე იყო
არადა, კუჭავამ ამ ხელშეკრულების ამბავი, რომლის თანახმადაც შარაშენიძემ 300 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გზების თოვლისგან გაწმენდის შესახებ, მას შემდეგ გააფორმა, რაც თოვლი ადნა, ჩემგან გაიგო
კი. მართალია, რომ ამ ფაქტის გასაჯაროებამ და მოპოვებულმა.მტკიცებულებებმა, შარაშიძის, როგორც მერის კარიერა დაასრულა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ის მეორე ვადაზე არ დააყენეს (რა გზებით გახდა საკრებულოს თავმჯდომარე ეს სხვა პოსტის თემაა), მაგრამ რა კობახიძის კლანი და რა გამოყენება![]()
მართლა ყველა თქვენნაირი ხომ არ გგონიათ!!! ამ ხელშეკრულების ამბავი ბესიკ დონაძემ გამაგებინა, რომელიც ვფიქრობ, რომ შესყიდვების საკითხში ერთ_ერთი წამყვანი ექსპერტია ქვეყანაში და დიდი ხანია ვთანამშრომლობთ
ხელშეკრულებაში არსებულმა გვარმა და დეტალებმა, ბუნებრივია, ბევრი ეჭვი გააჩინა და ბოლომდე ჩავეძიე, რომელშიც, ასევე ჩემი “ჯარის მეგობარი” Tatia Nikolashvili დამეხმარა და ასე გაიგო ყველამ როგორ გეგმავდნენ ფულის გადარიცხვას არარსებული თოვლის გასაწმენდად!! მოპოვებული ფაქტები იმდენად აშკარა იყო, რომ ვერავინ ვერავის ხელი ვერ დააფარა, ის ხელშეკრულება გაუქმდა, ბიუჯეტს 300 000 ლარი შეუნარჩუნდა და შარაშიძესაც დაასრულებინეს მერობაზე ხელახალი ოცნება!!! (ამის მერე სუს_მა მერიიდან დოკუმენტებიც წაიღო, რაც მაყურებელს აპრილში მოვუყევით და ფაქტზე მოკვლევაც დაიწყო) აი, ზუსტად ასე იყო ეს ამბავი და ნამდვილად არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ მართლა ძაან ამოხვედით ყელში ეს ყველაფრის მცოდნე მეზღაპრეები და უკვე მართლა სერიოზულად მიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ეგ კატეგორია იღებს კონკრეტული პირებისგან მითითებებს ვინ, როდის და რანაირად უნდა გააშაონ
… მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, ძაან არ მადარდებთ, უბრალოდ ის ადამიანები მეცოდებიან (საბედნიეროდ ძალიან ცოტანი არიან), რომლებსაც თქვენი სჯერა![]()
![]()
დანარჩენზე კი ძალიან ვხალისობ![]()
განსაკუთრებით იმ ნაწილზე, ბესო დონაძე რომ.კობახიძის კლანის წევრია და მე რომ კობახიძემ ან საერთოდ, ვინმემ ვინმეს წინააღმდეგ გამომიყენა![]()
![]()
ვისაც ის ამბავი გაინტერესებთ, რომელმაც შარაშიძე დააზიანა, აქვე დავლინკავ და დანარჩენებმა წერეთ და იკითხეთ” წერს ნატო გოგელია;








