ჩოხატაურის მერიაში სახელმწიფო აუდიტი და სუსის ფინანსური “შევიდა”
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ბოლო 4 წლის საქმიანობის შესწავლა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ცოხატაურიდან აცნობეს.
ჩოხატაურის მერიაში, რედაქციას ამ თემაზე არ ესაუბრებიან.
“გურიის მოამბე” მერიის რამდენიმე მოქმედ თანამსრომელს დაუკავშირდა, მათ ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა ოფიციალური კომენტარისაგან თავი შეიკავეს:
“გამოითხოვეს დიდი ოდენობით დოკუმენტაცია, ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან და სტიქიის სალიკვიდაციო თანხების გახარჯვასთან დაკავშირებით, რაც მივაწოდეთ თავისთავად, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით” – გვითხრა მერიის ერთ ერთმა მაალჩინოსანმა.








