“მიშა ისტორიული ფიგურაა. არიან ადამიანები, რომლებიც რჩეულებად იბადებიან. ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანის გვერდით გვიწევს ცხოვრება. აი, ჩამოვიდა და როგორ უცებ აჩქარდა ცხოვრების ტემპი. რთულია მიშას ტემპით ცხოვრება, ეს არ მოსწონს ბევრ ადამიანს, მოდუნებული ყოფნა რომ უყვარს. რუსული ოცნება ხორციელდება ქართული ოცნების ხელით. ხომ ხედავთ, როგორ ხორხოცობენ?
მიშა რომ დიდი ფიგურაა, ამითაც ჩანს, რომ მის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ქართულ და რუსულ ოცნებას. მიშამ წამოიღო დიდი პროცესი. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ჭაობისგან, კორუფციისგან…
სულ მეშინია, რომ არ მოგვიკლან დიდი რეფორმატორი. ერთი ხომ მოგვიკლეს დიდი კაცი, პირველი პრეზიდენტი?
მიშამ მართლა დემოკრატიის შუქურად აქცია ეს ქვეყანა. მან ეს პატარა საქართველო თავისი მნიშვნელობით დიდ ქვეყნადად აქცია მსოფლიოში. მშიშარა, მხდალი და უიდეო ადამიანები სახელმწიფოს ვერ აშენებენ და ეს მართლა ღატაკაშვილები, ეს პატარა კაცის კაცები, მსახურის მსახურები, ესენი ააშენებენ ქვეყანას? ეს მხდალები და ჭორიკნები”?
– ასე აფასებს მხატვარი გია ბუღაძე მიხეილ სააკაშვილის როლს ქვეყნის მშენებლობაში.