ქ. გურჯაანში დღეს, 15 აპრილს დაიწყო და ხვალ დასრულდება საქართველოს პირველობა ახალგაზრდებს ( 20 წლამდე) შორის, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში
აღნიშნულ პირველობაზე წარმატებით ასპარეზობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული
ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები.
ხვალ საფინალო ბრძოლას იჭიდავებენ:
ლუკა ჯავახაძე – 55 კგ
ლუკა ბენდელიანი – 60 კგ
საბა მამალაძე – 82 კგ
ცოტნე ცინცაძე – 130 კგ
რაც შეეხება მესამე ადგილს , ტატამზე ბრინჯაოს მოსაპოვებლად გამოვა –
ბექა ქათამაძე
ნაკრები გუნდი ასპარეზობისათვის მოამზადეს მწრთვნელებმა:კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა.ფრიდონ აბაშიძემ.ლაშა გუჯაბიძემ,გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ,თენგიზ ლაბაძემ , უჩა მჟავანაძემ
წარმატებები ბიჭებს!!!