19 ნოემბერი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
თუმცა, ისტორია დაწერეს არა კაცმა, არამედ ქალმა ფეხბურთელებმა. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ რუმინეთში ადგილობრივ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. მანვე შეასრულა დუბლი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოკჟეტპესის“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც გურულები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით რაუნდში აღმოჩნდნენ.
ალბათ, ბევრი ქართველი ამ დრომდე ვერ იაზრებს თუ რამხელა წარმატებასთან გვაქვს საქმე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქართველი ქალი ფეხბურთელები ისეთი გუნდების კვალდაკვალ ითამაშებენ, როგორებიც არიან – ბარსელონა, პსჟ, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, იუვენტუსი, ლიონი, ვოლფსბურგი, ატლეტიკო, ფიორენტინა, აიაქსი, პსვ და სხვები.
საერთო ჯამში ფინალურ ეტაპზე 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, „ლანჩხუთის“ მეტოქე კი 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დღეს ჩატარდება 1/16 ფინალის წილისყრა, სადაც ქალი ფეხბურთელების მეტოქე გახდება ცნობილი. თამაშები ამჯერად ორრაუნდიანი იქნება. პირველი ეტაპი 8-9 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 15-16 დეკემბერს ჩატარდება.
შეიძლება „ლანჩხუთისგან“ ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ველოდოთ და ამის პრეტენზია ობიექტურადაც არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც არ უნდა იყოს ქართული კლუბის მეტოქე, ეს ორი შეხვედრა გურულებისთვის და ზოგადად ქართველი ქალი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება იქნება.
მსგავსი სტატიები
- 51
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 45
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში; როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში. (დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. 4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის…
- 42
ზოგადი საკითხები: გურიის მხარეს უკავია ოზურგეთის მაზრა, ადრინდელი გურია, რომელიც მოიცავს 1928 კვადრატულ ვერსტს ფართობს და 59080 მცხოვრებს ანუ 30 მცხოვრებს კვადრატულ ვერსტზე, სამხრეთით ახალციხე-აჭარის ქედით გამოყოფილია თურქეთისაგან; გურიის ტყიანი მხარე გამოუსადეგარია მეღვინეობისათვის, ისევე როგორც მაზრის ჭაობიანი ჩრდილო დასავლეთი ნაწილი, რომელიც გადაშლილია მდინარე პიჩორიდან რიონის დაბლობისა და პალიასტომის ტბისაკენ. ვაზისათვის…
- 40
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან - გაგრძელება; დასაწყისი იხილეთ ვებ გევრდზე კატეგორია ისტორიაში; როგორ აღწერს 1850 წელს ჟურნალისტი (დუნკელ-ველინგმა გურიაში და თავისთავად სოფელი ლიხაურში სავარაუდოდო 1850 ან 1851 წელს იმოგზაურა) 2)ლიხაურის ციხესიმაგრე უკვე ბინდდებოდა როცა ოზურგეთში დავბრუნდი, სავსე ვიყავი შთაბეჭდილებებით, რომელიც დამიტოვა უძველესი ღვთის საუფლოს სიწმინდემ და საოცარმა ბუნებამ, რომელისათვისაც…