ჩემი ხელობა იყო ქვაის გათლა და დაშენება. გამთლელიც ვიყავი და დამშენებელიც ვიყავი. სილბისტრო სურგულაძე იყო, იმასან ვისტავლე ხელობა. მუშოობდი მასან კას ხანს შეგირდათ უფასოთ. ეკლესიას ვაშენებდით. მოვხევი იმას. კარგა რომ შევისტავლე, მერე გივედი ჩემთვინ და მუშოობდი.
.
იყო ქვა და კირი. ცემენტი არ იყო მაშვინ. შემოქმედში, ვანში, სადაც იქნებოდა, კტეს გავშჭრიდით, ჩავყრიდით იმაში წამალს. წამალს რომ ჩავყრიდით, მერე შუუშობდით წვიტ კინას. დევიდოდა წამალზე. მერე ჩავყრიდით ხვნილ მიწას და იმით გავჭექდით. როცხა შუასრულებდით გაჭექას, ამევიღებდით რკინას. დარჩებოდა ცარიელი ღრუი. ჩამოვხდიდით მოგძო ჩალას, რომ ჩასტობოდა, იმხელას. მერე იმ ჩალას გუუპობდით თავს და აბედას დავასმიდით თავზე. მერმე პაპიროზის ცეცხს მივაწენწებდით ზეთ. მიეკიდებოდა ცეხლი აბედას, გევიქცევოდით საფარში, რომ ამონახეთქი ქვაი არ მოგვწეოდა ჩვენ. მერე აფეთქდებოდა და მოთხრეშდა ქვას.
.
მერე მივიდიდით, ხომ დიდი იყო ქვაი, ამ ქვას დავასობდით კინის პალუეფს, სამი-ოთხი გაწკაპული იყო ზეთ. შემდეგ ფცემდით და რა ზომის ქვაიც გვინდოდა, იმ ზომაზე ვაპობდით ამ ქვას ასე კინის პალუებით. იქინე გავაკოპიტებდით და მერე წამეჲიღებდენ ურმებით; სადაც შენობა შენდებოდა, იქინე მიიტანდენ და დაყრიდენ. ახლა, მერე მივიდოდით და დევიწყებდით გათლას. ჯერ გავატარებდით წვერიან წაკატში; შემდეგ კპილიანი წაკატით გავთლიდით. წვერიან წაკატში გატარებული იყო ხოროში. კპილიანი წაკატი ასტორებდა. მერმეთ, თუ შენობა იმფერი იყო, სუფთა, გათლილი ქვაი შჭირდებოდა, გავატარებდით პირთხელ წაკატში. სუფთათ წმენდს იგი, რავარც შარაშინი ძელს.
.
შემდექ, ახლა აი ქვაი თავისუფალია დასაშენებლათ. წევიღებთ და დავაშენეფთ კედელზე. დუუგეფთ კირს, ორი წილი სილა და ერთი კირი ეიზილება ერთათ, დავადოფთ ქვას და გავასტორეფ ზუზში და თარაზოში. მერე შევხობით და ვაშენეფთ. როცხა ევიცვლით ზეით, მერე გუუკეთეფთ ხარაჩოს და დავდგებით ზეთ. რამდენზეც შევსტობით, ავაშენეფთ. მერე კიდომ ოუცვლით ხარაჩოს ზეით. იმ ძელეფს ეიტანებენ ზეით და თანდათან მიდის შენობა ზეით და ზეით. ასთე მივალთ სახურავამდი. მერე ჩვენ თავისუფალი ვართ. მერე ხის მოხელიების საქმია. შენობის პატრონი ჩეიბარეფს ჩვენგან და ჩვენ ჩვენ საქმეზე წავალთ მერე.
.
მთქმელი: დიომიდე ღლონტი სოფელი დვაბზუ 1962 წელი, ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ.
.
მხატვარი შალვა ძნელაძე
corpora.co
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა