გურული ზღაპარი – ზარმაცი კაცი-კახა ჩავლეშვილი

გურული ზღაპარი – ზარმაცი კაცი
.
ერ დედაბერს ხავდა ზარმაცი შვილი, ბაღნობიდან იმან შეიძულა მუშავობა და არ იქნა, ვერაფრის გულიზა ვერ გააქანებიეს ხელი. „ნენავ შვილო, რაღა დროის შენი ბაღნობაა, აგერ შეიჯოშე კაძახი, დაფაცურდი, ხელი გაანძრიე, თვარა ხომ ხედავ დავბერდი, მე მეტი აღარ შემიძლიაო“, უჩივოდა დედამისი. ბიჭი კი არხეინათ გააწოდინებდა და თუ გამომძღარი იყო მეზობლებისაკენ გუუყობოდა საღლაბუცოთ.
.
„მე მიწა დასაჭმელმა, ერი შვილის პატრონი ვარ და ბაღნობას წელს რავა მოვსწყვეტ მეთქინ ვიფიქრე, შივაჩვიე ალამცარიობას და ახლა ისე გაზარმაცთა, რომე სული, რომ გერჯებოდეს ერ ნიგუზალს არ წაგიწევს. ჩემი შვილის საყვედურს კარ უნდა ვჩივოდე, ჩემი დღეი მას შიემატა, მარა მიზდა რომ წახთა იმას ვჩივიო“, – ეუბნებოდა საწყალი დედაბერი მეზობლეფს, „შვილი მტრულად გაზარდე და მოყვარე იქნება შენიო“, ეუბნებოდნენ დედაბერს მეზობლები. ბოლოს ვეფერს, რომ ვერ გახთენ ურჩიეს: – „მოგვარე ქალი ეგება ცოლ-შვილმა ჭკუაზე მეიყვანოსო, თვარა მეტი მაგას მეტი აფერი არ უშველისო“.
.
გევიდა დროი. აი ბიჭი დააცოლშვილეს, მარა ძილის და ჭამის მეც არც ახლა აფერს არ აკეთეფს. საწყალი ცოლი დღეი და ღამე მუშავობდა. ბიჭი ჭამდა და სვამდა. ვეღარ ეიტანა ქალმა ამდონეთი გაჭირვება და ერ დღეს ქე წეიღო წერილი მუუსლელ ქვეყანაში. მეიყვანა მორე ქალი. ამასობაში ქე მოკტა გაჭირვებული დედამისიც. ახალი ცოლი ეხვეწება ამ ბიჭს: „ვოჯო ხელი გააქანე, რამე წამეხმარე შენი ღთის გულიზა, რეიზა არ გეცოდვება ბაღნები მაინც, შვილის გაკეთება მარტო ბეღურამაც ქე იცის, მარა იგიც ზრდის და მამობას უწევსო“, უჩივოდა საწყალი ცოლი, მარა შიატყობდა თუ არაამფერი ლაპარიკით ვერასფერს ასმენდა ქმარს, ისოვლე ჩეილეპარიკებდა მიზა: -„რეიზა ვიტკივეფ ტყულაი თავს, მაგის ჩიჩინს ჯობია აქმე გავაკეთოვო“.
.
ერთ დღეს ზარმაცი წირვაზე წევიდა. ნაწირობეფს რაცხა კას გუნებაზე დაბრუნდა. ცოლმა შიეკითხა: -„რა შეიტყვე იმფერი, რომ ასე კას ხასიათზე დუუყენებიხარო“. კაცმაც უთხრა: „დღეს ღდელმა იმფერი რაცხეები იქადაგა, რომე მეც ისთე უნდა მევიქცევო“. – „მაინც რა თქუა იმფერი, ბეჩა, ჩვენც გაგვაგებიევო“, შიეხვეწა ქალმა. – „რაიო და აი ქვეყანა ერთი მინუთის საცხოვრბელიავო, ხვალიზა ნუ ზრუნავთო, საუკუნო სასუფეველი საიქიოავო. იქინე არც დიდრები და არც ღარიბები არიენ, თუ ამ ქვეყანას გლახა რამე არ გიქნია ღემერთი სამოთხეში დაგაბრძანეფს, მუშავობა აღარაა საჭირო, გადიდევი ფეხი ფეხზე და იყავი ისევო; აი თლა ჩემი საქმეა და მიზა მევიფიქრე წევიდე საიქიოს და თქვენც წაგიყვანოთო“. ქალმა მიხთა რაცა ბარაქასან ქონდა საქმე, გულჩი ჩეიცინა და აფერი არ გეივოცა. ბოლოს უთხრა: – „ყველაყაის ერთად წასლა არ ივარგეფს, ეგება იქინე ადგილი ვერ ვიშუეთ, ჯერ თუ მაინც და მაინც არ მეიშლი შენ წაი და შენდან ანბავს რომ გევიგეფთ, სიზმარში, მერე ჩვენც წამუალთ, ბაღნეფსაც წამევიყვანო“.
.
აი აზრი მიეწონა ამ კაც. მარა ახლა იგი აკპოლებდა, თუ რაფერ უნდა წასულიყო საიქიოს, იქინე ხომ მარტო კტრები მივილიენ. –„ხოდა, მეც მოვკტები, არ ვჭამ არ ვსვამ, თვალეფს დაავხუჭავ, ფეხეფს გავწვართავ, ხელეფს გულზე გულზე დევიკრეფ და ასე წავალო“, უთხრა ქალს. ქალმაც მიემოწმა: -„საუცხოვო აზრია ღმერთმანი, ბეჩავო“. ამგვარათ მოკტა აი კაცი. ცოლმა იყიდა კუბო და ჩაასვენა შით, ხოლო კუბოს პაწაი ჭიტინაი გუუკეთა, რომ სულის მოთქმა შეძლებოდა. პაწაი საჭმელიც ჩუუდვა და ტირილ-ყვირილით გაასვენეს ეკლესიაზე. იქიდან კი ანგელოზეფს უნდა მ წიეყვანა იმ ქვეყანაში სადაც უმუშიერად ცხოვრობენ.
.
ქალმა ღდელს წინდაწინ მიელაპარიკა და კუბო იმ ღამეს ეკლესიაში დაასვენეს. ყურობს ყოლისფერს აი ზარმაცი, იგიც გეიგონა, თუ მისმა ქალმა და ბაღნებმა რაფერი კურცხალით და კივილ-ჩხივილით გამუასვენეს. კტარი იყო თვარა უნდა ენუგეშებია, ვორი ღერი ტკბილი სიტყვა ეთქვა: „ნუ ტირი გენაცვალე, სიკტილი არც იმდენი გლახა ყოფილა, რომ ჩივოდნენ, არც აფერი მტკივა, სულსაც ქე ვითქვამ, ხელს ვერ გავაქანეფ, მარა პირს ვამუშავეფ, საჭმელს გიახლები და შიმშილით თავს არ ვიკლავ, აფერია შენც მალე წაგიყვანო“, მარა კტარი კაცი ცხადითაი ამფერ სანუგეშო სიტყვას ხომ ვერ ეტყოდა მის ქალს. „საჭმელი ეკლესიაში მისლამდე მჭირდება, თვარა მერე ჭამა რაღა საჭირო იქნებავო.“ გეიფიქრა იმან და მიხუჭა თვალები, ბეური რამე მუაგონდა, ბაღნობა, ახალგაზრდობა, დედამისი, პირველი ცოლი და უცეფ დეივიწყა ყველაყაი. პირაღმა წოლამ დაღალა კაცი.
.
ამასობაში მივიდენ ეკლესიასთან. ღდელმა გააღო ეკლესიის კარები და კუბო შუაგულ ეკლესიაში დაასვენეს. დუუკილტეს კარები და წევიდენ. ზარმაცი დარჩა მარტუაი კუბოში პიაღმა დაწოლილი. კიდეც დაღამდა, აგერ შვაღამეც შეიქნება, მარა შენც არ მომიკტე, არ ჩანა ანგელოზები, რომ წეიყვანონ აი კაცი სამოთხეში. თურმე ჩუმათაი ეკელსიის სახურავზე ამ კაცის ცოლის ძმას პწკალაი უუყუდებია და ზეთ მივა. ამ კაც კუბოში ეყურება რაცხა ხმაურობა, – „აჰა, მევიდენ ანგელოებიო“, ფიქრავს საწყალი. გალურსული უყურეფს. ამ დროს რაცხას იძახის მისი ანგელოზი: – „სპენა იყოს და გაგონება. მე გაბრიელ თავარანგელოზი ღმერთის ბრძანებას ვკითხულოფ, ხვალიდან დიდი სახტარის აშენებას ვიწყეფთ, ახალმა კტრებმა სამუშიერზე უნდა გამოხვიდეთ, ვინცხას ხარი და ურემი არ მიგიყვანიენ, გოდრით უნდა ზიდოთ ქვაი და ხრეში ზღვიდან, ექვს თვეს თვენი მოტანილი ხარჯით უნდა იცხოვროთ, ჩვენდან საჭმელი არ მოგეცემათ და ვინც წინააღმდექს ყოფთ, ვაი თქვენი ბრალი, გადიეცემით ჯოჯოხეთის კუპრში ჩასაგდებათ რეჯებ ეშმაკსო“, გამოამცხადა გაბრიელ თავარანგელოზმა.
.
ზარმაცს შიშით გული კაღამ გუუსკტა. მისი ყურით გეიგონა ყოლისფერი, რომე „გოდრებით ქვები უნდა გაზიდვიეთო“, ასტეხა ყვირილი ამ შვაგულ ეკლესიაში, „ვინ ხართ მიშველეთ, მუშავობას გამევექეცი და აქანე ვარესი ყოფილავო, აქანაი ყოფნა არ მინდა, ისოვლე სააქავოს დავრჩები, გოდრით ქე მაინც ქვას არ მაზიდვიებენო“. ყვირილზე გამეეღვიძა მალაზვნეფს, წამუარდნენ ზეთ კტარი გაცოცხლებულაო, აკანკალებულებმა ახადეს კუბოს თავი და დეიწყეს ლოცვა, ხელათ აფრინეს კაცი მის ცოლთან. ქალი მაშინათვე მევიდა და დაყვავებით წეიყვანა შინ მისი ქმარი, – „თუ იქინეც სამუშიერი ყოფილა საშველი აღარ ქონებია შენ საქმეს, გოდრით ქვაის ზიდვას ისოვლე ჯობია მჩატე სამუშიერ მოქიდო ხელიო“, უჩივოდა მეორე დღეს ქალი. ქმარი ახლა ყურადგებით უსპენდა ცოლს. მეტი რაღა გზაი ქონდა, დეიწყო ისევ მუშაობა. ღდელთან მერე გზათაც არ გუუარია.
.
ამ ანბავს დაძველება, მომსპენს დღეგრძელობა! . .
.
ალექსანდრე ღლონტი – გურული ფოლკლორი (1937)
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share