14 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 22 517, ხოლო გარდაიცვალა 21 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 6 768, PCR ტესტით — 2 920.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 41,58%, ბოლო 14 დღის — 31,92%, ბოლო 7 დღის — 33,03%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 458 093-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759-მდე, ხოლო გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 2 228;
- აჭარა — 303;
- იმერეთი — 450;
- ქვემო ქართლი — 259;
- შიდა ქართლი — 207;
- გურია — 89;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 203;
- კახეთი — 210;
- მცხეთა-მთიანეთი — 27;
- სამცხე-ჯავახეთი — 48;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც, 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 307, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 285.
1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 10 ადამიანი.