დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19 ვაქცინის პირველი დოზით აცრილი პირებისთვის, რეკომენდაციებს ავრცელებს.
„მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია: ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში; დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია; თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს;
მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები და სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.