რეკომენდაციები სიცოცხლისათვის მარინა ტოტოჩავასგან

1——ქოლესტერინზე უამრავჯერ მისაუბრია. ახლა სხვა შტრიხები. ადამიანის ფიზიოლოგიაში ფუნქციონირებს ეგზოგენური—–საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი და ენდოგენური-ორგანიზმის რეაქციებიდან წარმოქმნილი ქოლესტერინი. ენდოგენური ქოლესტერინი, თითქმის, 80 პროცენტია მთლიანი ქოლესტერინის. თანამედროვე ამერიკული ნუტრიციოლოგიური და ენდოკრინული უახლესი კვლევებით, აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი ადამიანში, როგორც თავისუფალი სახით არსებობს, ისე შეწყვილებულია სხვადსხვა ნივთიერებებთან. ხშირად მჟავებთან. მაგალითად, ერითროციტებში, მხოლოდ, თავისუფალი ქოლესტერინია. ქოლესტერინის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. ის არის მთავარი შემადგენელი და სასიცოცხლო ნაწილი——სხვადასხვა მჟავების, დე ვიტამინის, ჰორმონების, ნერვული ქსოვილის და ბოჭკოების, უჯრედის აპკების. მაგალითად, ქალის ესტროგენებში ქოლესტერინის რაოდენობა ზღვარს ქვევით რომ დაეცეს, ქალი სიკვდილისწინარე მდგომარეობაში დადგება. გადაუგვარდება ბევრი ორგანოთა სისტემა.ამიტომ, დადგენილი არასწორი პოსტულატი სიცოცხლისათვის საშიშია—————-ქოლესტერინის საწინააღმდეგო წამალი სიცოცხლის ბოლომდე დალიეო. იმდენად უხარისხოდ ხდება ჩვენში ხშირად, ქოლესტერინზე მკურნალობა, რომ მედიცინას შესაბამისი მაკონტროლებელი ომბუცმენი რომ ჰყავდეს, დასჯადი იქნებოდა , მკურნალობის შედეგის მაგივრად მეტაბოლიზმზე ასე აგრესიული შეტევა. ახალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, უნდა განვასხვავოთ მკურნალობისას, რომელ ქოლესტერინზე გვაქვს სამკურნალო ზეწოლა—— ეგზოგენურზე თუ ენდოგენურზე. მედიცინა სამყაროს შეცნობის ხელოვნებაა. არ უნდა ვიქცეთ ჰაიდლაინის კოღოებად.მეცნიერული სტანდარტები უნდა გავითვალისწინოდ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას სპეციფიკური მდგომარეობა აქვს. დაავადება ყველა ადამიანში განსახვავებულად მიდის. მისი ანამნეზის, გატარებული ცხოვრების წესის და გენეტიკის სპეციფიურობით. ზოგადად, დაავადებას კი არ უნდა ვუმკურნალოდ, არამედ, ადამიანს უნდა ვუმკურნალოდ ამ დაავადების დროს. ზედმეტი ქოლესტერინი ,ადამიანის ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღვლის წვენის საშუალებით.ამერიკის ენდოკრინოლოგიური ინსტიტუტების კვლევების დასკვნით——-ქოლესტერინის გაუაზრებელი მკურნალობის დროს, თუ მოახდენ ენდოგენური ქოლესტერინის ბლოკირებას , ეს ადამიანისთვის უკიდურესად დამზიანებელი იქნება. ანუ ერთი ეწ ქოლესტერინის წამალი რომლეზეც მიუთითებენ—- მთელი ცხოვრება უნდა სვაო, სირცხვილის დონეა მედიცინაში. გარდა იმისა, რომ ამ დროს მოშლილია 27 ფრაქცია და მათი თანდათან აღდგენა უნდა მოხდეს, ფიზიოლიოგიური რეაქციების ჩასწორებით, ამასთანავე უნდა ვარეგულიროდ, ენდოგენური და ეგზოგენური ქოლესტერინი. ძალიან მწირი და ადამიანისთვის დამზიანებულია ქოლესტერინზე მკურნალობა, თუ ის არ დაიწყება ამინომჟავების სპექტრის განხილვით. მეთიონინის შეფასების გარეშე უკიდურესად მწირია მკურნალობის დონე ქოლესტერინის დაკლებისას. რადგან ,იმ დარღვეული 27 ფრაქციის დროს, პირველი იშლება მეთიონინი და დომინოს პრინციპით მოყვება სხვა მოშლა. პირველ კურსზე, გაწმენდას, მეტაბოლიზმის შევსებას და აღდგენას ვიწყებ, რადგან ადამიანები უკიდურესად გამოფიტული არიან ჩვენს პირობებში და ბევრი ნივთიერება დაცემული აქვთ. მეორე კურსზე კი, მეთიონინის და შესაბამისი მჟავების დარეგულირება და დანარჩენი 26 ფრაქციაც ადვილად წესრიგდება. კრებსის ციკლი, რომელიც არის ადამიანის სასიცოცხლო რეაქციების ჯამი, მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზმში. რამდენიმე რეაქციის მიმდინარეობის დარღვევა უკვე დაავადებაა. მეტი რეაქციის დარღვევა მძიმე დაავადებაა. ხოლო ბევრი რეაქციის დარღვევა და ბევრი კომპონენტის დაცემა უკვე კიბოა. თუ ეს ფიზიოლოგიური რეაქციები არ გამოვასწორეთ, ადამიანი არ მორჩება. ან დაავადება მიიმალება დროებით. გარკვეული ქიმიური წამლების ჩართვა, რა თქმა უნდა, პერიოდულად შეიძლება დაგვჭირდებს ამ რეაციების კომპენსირებისთვის. მაგრამ, დაავადების მხოლოდ ქიმიურ წამლებში შეფუთვა არ არის სწორი სტრატეგია. გაიგე რომელი ფიზიოლოგიური რეაქციაა დარღვეული . გააკეთე კომპენსირება—-დაკლებულის მომატებით ან მომატებულის- შემცირებით. ეს არის ადამიანის მორჩენის მთავარი სტრატეგია. თუ ექიმმა ფიზიოლოგიური, ჰისტოლოგიური, ბიოქიმიური მექანიზმები კარგად იცის, მან ნამდვილად იცის ამ დაავადების დროს ,ზოგადად, რა და რომელია მოშლილი.შემდეგ უნდა გაირკვეს , კონკრეტულად, ამ ადამიანს რა დარღვევა აქვს ამ რეაქციებში. . უამრავჯერ მითქვამს და ვიმეორებ—–გაქვს მომატებული ქოლესტერინი? ესე იგი დაავადებული გაქვს—–პანკრეასი, ღვიძლი და კუჭ-ნაწლავი. მოშლილი გაქვს მეტაბოლური ცვლა. დაზიანებულია ნივთიერებათა ცვლა. შესაბამისად, ფიზიოლოგიური რეაქციების გაუკუღმართების გამო ,ზიანდება სხვადასხვა ორგანოები. ქოლესტერინის ცვლა რომ დარღვეულია, მაშინ უკვე ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დაზიანებები დაწყებულია. ქოლესტერინის ცვლა პირდაპირაა გადაჯაჭვული ჰიპოფიზთან, ენდოკრინულ სისტემასთან, ფარისებრ ჯირკვალთან,თირკმელზედა ჯირკვალთან,სასქესო ჯირკვლებთან. ირღვევა ქოლესტერინის ცვლა, მაშინვე იწყება ამ სისტემების დაზიანება.ყველა დაზიანება იწყება საერთოდ -ფერმენტებისგან. მედიცინა მაშინ იქნება ჩვენთან სათანადო დონეზე, როცა ნებისმიერი დაავადების მიზეზში ფერმენტს დაასახელებს. ევროპულ აკადემიურ მედიცინაში ეს ასეა. ასე ვეძებთ ჩვენ ფერმენტის მონაწილეობას დაავადებებში ის ექიმები, რომლებიც რეალურ ფიზიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ვმკურნალობთ და არა ერთი და იგივე საზეპირო დოგმებით. მაგალითად, ამდენი გულის ოპერაცია ——სტეტირება, შუნტირება რომ კეთდება, მისი მთავარი მიზეზი ფერმენტის უკმარისობა და მისი ცვლის დარღვევაა. კერძოდ , გულის მთავარ მკვებავ არტერიაში-აორტაში ქოლესტერინი გროვდება და ადამიანი საოპერაციო ხდება, ინფარქტის რისკის მოსახნელად, იმიტომ, რომ აორტის კედელში ლიპოლიზური ფერმენტის აქტივობა ქვეითდება.
ენდოგენურ ქოლესტერინემიას, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოდ ყურადღება, ადგილი აქვს ამ შემთხვევებში—–1-დიაბეტი2- ჰიპოთირეოზის დროს ანუ როცა ქოლესტერინის დაშლის ხელოვნური დაბრკოლება ხდება. 3-შეკრულობის, კუჭნაწლავის პრობლემების, სანაღვლე გზების პრობლემის დროს ანუ ქოლესტერინის გამოყოფის ხელშეშლისას . ყველაზე მეტად ეს შეკრულობის დროსაა.ეს ხდება თუნდაც ახალშობილებშიც. ეს თქვენ გიკვირთ, თორემ ევროპულ ქვეყნებში ქოლესტერინის კონტროლი დაბადებიდანაა. თითქმის ყველა დაავადება , რაც ადამიანებს ზრდასრულობაში აწამებს, ბავშვობის პრობლემებია, არასრულფასოვანი პედიატრიული დახმარების გამო. როცა კაცს ქოლესტერინი მომატებული აქვს, მისი ხელოვნურად შემბოჭავი და მისაჩქმალავი ქიმიური წამლით კი არ უნდა ვეკვეთოდ, არამედ, უპირველესად, სასქესო ჯირკვლების ფუნქცია უნდა გამოვიკვლიოთ. თუ ამ მომენტში არ მოხდება აკადემიური კომპენსირება, მამაკაცი უკვე გამზადებულია—-პროსტატიტისთვის, პროსტატის კიბოსთვის, ინფარქტისთვის და სხვა. ქოლესტერინის დისბალანსი კაცისთვის სიგნალია, სასქესო ჯირკვლების დეგრადირების. როცა ქოლესტერინზე არ ხდება მექანიზმის შესაბამისი მკურნალობა და ხელოვნურ შებოჭვას აქვს ადგილი,უვარგის ქოლესტერინს ამ დროს შეიწოვს—— ღვიძლის კუპფერის უჯრედები,ელენთის ენდოთელიუმი,კანის უჯრედები,არტერიების და სისხლძარღვების ენდოთელური ქსოვილი. ვითარდება ათეროსკლეროზი, იქმნება ინფარქტის და ინსულტის რისკი, წარმოიშობა კენჭები.ზიანდება ყველა ორგანოთა სისტემა. ასევე უნდა დავუკვირდეთ ჰიპოქოლესტერინემიას. ის ქვეითდება გახანგრძლივებული ცხელების, ანემიების და არაჯანსაღი კვებისა და დიეტების დროს. მეტაბოლიზმის მოწესრიგება, ნიშნავს ხანგრძლივ სიცოცხლეს.
2—ე ვიტამინი დეტალურად ბევრჯერ დავახასიათე. თუმცა რა გასაკვირია. მედიცინა ყოველდღე განახლებას და განვითარებას განიცდის. ბევრი ახალი ინფორმაცია და ევროპული და ამერიკული სამეცნიერო კვლევების შედეგები ,უფრო სრუყოფილად წარმოგვიდგენს ვითარებას. მისი სახელწოდებაა ტოკოფეროლო.tocos -მშობიარობა hero-წარმოშობა.ძალიან მოკლედ გავიხსენებ——მისი ნაკლებობისას ინგრევა -ცილების, ცხიმების ნახშირწყლების ცვლა. განსაკუთრებულ ზიანს აყენებს მისი ნაკლებობა, გამრავლების ფუნქციას. უშვილობის მკურნალობის დროს, სანამ გინეკოლოგიური ჩარევებს განახორციელებს, რამდენიმე საუკეთესო გინეკოლოგი თავის პაციენტს მიგზავნის, რომ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი გავხადო პაციენტი. ამ კურსში უპირველესია ე ვიტამინი.ხან საოცრება ხდება, შვილი აყვებათ, მხოლოდ, მეტაბოლური მოწესრიგების და მინერალური დეფიციტის შევსების შემდეგ. დადგენილია, რომ ე—– ს ძლიერი ნაკლებობისას, ვითარდება სასქესო ორგანოების სტერილობა, სათესლეს დეგენერაცია, საშვილოსნოს დეგენერაცია, მამაკაცური სიმსივნეები,კვერცხის ფიქსაციის მოშლა, ნაყოფის ჩამოყალიბების დარღვევა. ზოგადად უშვილობაში, დიდი წილი მისი ნაკლებობაა. თანამედროვე, უახლესი ევროპული კვლევებით, რაც საფრანგეთის ენდოკრინოლოგიურმა ასოციაციამ წარმოადგინა——ე—-ს დაცემისას, ის ნივთიერებები ეცემა, რომელთა ნაკლებობაცაა ქოლესტერინის დარღვევის მთავარი და საწყისი მიზეზი. ასევე , ამავე კვლევებით, ე-ს ნაკლებობა ერთი უდიდესი მიზეზია——კუნთთა ატროფიის, დამბლების, კუნთური სისუსტეების. ადრეც ავღნიშნე და გავიმეორებ, როცა კოაგულაციურ ფატორებზე მკურნალობაა, მხოლოდ ანტიკოაგულანტის დანიშვნა მიზანს ვერ აღწევს. სხვა თემაა ის ,რომ ანტიკოაგულანტი ათხიერებს სისხლს, მაგრამ ასევე ათხიერებს სისხლძარღვის კედელსაც და სწორედ ამის გამო ხდება ხან ოპერაციის შემდგომი სიკვდილობა. რადგან, დაუცველი სისხლძარღვის კედელი სკდება. ანუ ანტიკოაგულანტით ანუ სისხლის გამათხიერებლით მკურნალობის დროს, ზედმიწევნით აუცილებელია სისხლძარღვის კედლის განმტკიცება. შეგახსენებთ, რომ თრომბი არ კლავს, ი ს იწვევს სიმპტომებს და დაავადებების გამწვავებებს. კლავს სიხლძარღვის გახეთქვა. მარტივად გიხსნით გასაგებად. თუ, ე დაკლებულია, არავითარი შედეგი არ მოაქვს ანტიკოაგულანტს ანუ სისხლის გამათხიერებელს. ეს დადასტურებულია ევროპული კვლევებით, ჯერ კიდევ 20 წლის წინ. არასოდეს , კოაგულაციეაზე ანუ თრომბირების პრობლემებზე არ ვმკურნალობ ე—-ს ფონის გარეშე. თუ ე——ს ნაკლებობა გაქვთ, ყოველთვის გექნებათ თრომბული საშიშროება. მაგრამ, ექიმის გონიერებაა საჭირო, გაარკვიოს თუ რამდენი გჭირდებათ და როდის ხართ შევსებული მისით. ასევე მნიშვნელობა აქვს წამლის ხარისხს.
3—სათესლეს და საკვერცხის დაავადების, დაშლის, უშვილობის,ერთი ძლიერი მიზეზი მანგანუმის ცვლის მოშლაა .ასევე ის მიზეზია სიმსუქნის, რომლის დროსაც წონის დაკლება ძალიან ძნელად ხდება.
4——იმ 18 ვიტამინს და მინერალს შორის, რომელთა დაცემის დროს გამოიკვეთება——-კისტა, მიომა, მასტოპათია, ჰემანგიომა, პოლიპი—-არის ე ვიტამინი,.
5—-ყველა ძლიერი და კარგი ექიმი, ჩვენში თავისთავად ნუტრიციოლოგია. რადგან, სწორ კვებაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ევროპაში ყველა განხრას თავისი ნუტრიციოლოგი ჰყავს. ორსულობის გარკვეულ თვეებში სასიცოცხლოდ საჭიროა, რომ ორსულმა ის კომპონენტები მიიღოს, რომლებიც ამ დროს დაქვეითებული აქვს. ამ თვეებში ტვინის ქერქში რამდენიმე ფენის სახეცვლილებაა. ტვინის ქერქში 6 ფენის ლამინური განლაგება ყალიბდება ,რაც შემეცნება ს ავითარებს.თუ ამ დროს ქალს გარკვეული,მჟავები, ვიტამინები და მიკროელემენტები ძალიან აკლია, ვითარდება ლიზენცეფალია.ეს არის ნერვული აშლილობების თანდაყოლილი მანკი. რაც შეიძლება გამოიხატოს——–ზრდის შეფერხებით, კუნთების სპაზმით, კრუნჩხვებით, ფსიქომოტორული ჩამორჩენით. გააჩნია ამ დროს რა სიმძიმის პროცესი იქნება, არსებული ნაკლოვანებების მიხედვით.შეიძლება აგირია ჩამოყალიბდეს ანუ ტვინის ნაოჭების არარსებობა. ნეირონების მიგრაციამ, შეიძლება, ჩამოაყალიბოს მსგავსი მგომარეობა, რაც არის მაგალითად-მილერ-დიკერის სინდრომი ან უაკერ-ვარბურგის სინდრომი.ცერებრალური ქერქის არეებში ნეირონები და გლიალური უჯრედები იცვლება და ვერ მწიფდება.რაც დაბადების შემდეგ ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენაში გამოიხატება. უუნარობა, ინტელექტის დეფიციტი სწორედ ამ თვეებში ყალიბდება, თუ ორსული ნუტრიციოლოგიურ სწორ მეთვალყურეობას არ იღებს. ამიტომ არის სწორი კვება ყოველთვის და ორსულობის დროს განსაკუთრებული. უამრავი შემთხვევა არის აღწერილი, როცა ორსული გასახდომ დიეტაზე იყო, რომ არ გასუქებულიყო, მათი შვილები გულის მანკით დაიბადენ. რა დონის მინერალური დეფიციტია, იმ დონისაა ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.
6-ვსაუბრობ მარინიონის სინდრომზე და არა მარანიონის , რომელიც სხვაა. ეს არის ქალებში ენდოკრინული თაიგული. ახასაიათებს-სიმსუქნე, ჩიყვი, ხშირი სისუსტე, პერიოდული თავის ტკივილი, ლეიკოციტების და ედსის ცვლილებები. ხშირ შემთხვევაში ჩიყვი ჰგონიათ და მკურნალობა გახანგრძლივებული და უშედეგოა. უამრავი სინდრომი არსებობს. ხშირად მკურნალობა იმიტომაა უშედეგო, რომ ის რომელიმე სინდრომის შემადგენელია და სხვა სტრატეგია სჭირდება.
7-ქლამიდიოზზე ვრცელი სტატია მქონდა. მაგრამ, ისე ძლიერ არის გავრცელებული, დავაკონკრეტებ, არა ძველ წიგნებში აღწერილის მიხედვით, რისი მაგალითებიც არის სამწუხაროდ პრესაში ხშირად და მიუღებელია, რადგან მედიცინა ყოველდღე წინ მიდის, არამედ გავიხილავ თანამედროვე მედიცინის ევროსტანდარტის ფარგლებში. ადამიანების 80 პროცეტს ორგანიზმში ქალამიდია აქვს. ქლამიდია ყველაზე გავრცელებული ,ინტრაცელულური ბაქტერიაა. 15 სეროტიპი აქვს. დანარჩენები სქესობრივი გზებით ინფექციის გამავრცელებლებია. ყველაზე ხშირად იწვევენ კონიუქტივიტს. მე არაერთჯერ მომიწოდებია, რომ კონიუქტივიტის დროს ქლამიდიოზი გამოირიცხოს. რუტინული მკურნალობით ბაქტერია ისევ უკან ჩაითესება და ორგანოების გადაგვარებას იწვევს. ახალშობილ ბავშვებში და ზრდასრულებში ქლამიდია იწვევს—–ურეთრიტს, ცერვიციტს,ფილტვების ანთებას, სალპინგიტს და სხვა.კოვიდის დროს მძიმე მდგომარეობაში ჩადგნენ ის ადამიანები, რომლებსაც არასრულფასოვანი ფილტვები ჰქონდათ. ყველა ფილტვების ანთებას თავისი გამომწვევი ჰყავს და დასამალი არ არის ,რომ ხშირად მკურნალობა სტიქიურად ხდება, ფლორაზე ვერმორგებული ანტიბიოტიკით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფილტვების ანთებების 60 პროცენტი სოკოვანი ეტიოლოგისაა და სულ არ სჭირდება ანტიბიოტიკი. საშარდე სისტემაში ყველაზე ხშირად დარბის-ქლამიდია-chlamydia trachomatis.მართლაც რომ დარბის. მისი მოფენის სიხშირე, ქალებში 30 პროცენტამდეა. ქალებში ხშირად იწვევს ცერვიციტს, ბართოლონიტს, ენდომეტრიტს. კაცებში ურეთრიტს და ქრონიკულ პროცესებს. ქლამიდიას შეუძლია დააზიანოს——–ხერხემალი, სახსრები, ტვინი, გული, ღვიძლი. ის ხშირად არის უშვილობის გამომწვევი. ასევე იწვევს—–საშვილისნოსგარეშე ორსულობას, ნაადრევ მშობიარობას, სპონტანურ აბორტებს, სანაყოფო გარსის ნაადრევ აცლას.ქლამიდიური ართრიტი დავახასიათე ძვალ-სახსართა სისტემის განხილვის დროს. ახალშობილს ეს ბაქტერია ეჭრება ინტრანატალურ პერიოდში ანუ მშობიარობის დროს, უფრო მეტად. ასევე ტრანსპლაცენტურად. ბევრჯერ გამიმეორებია რეკომენდაციებში——თანდაყოლილი ქლამიდიოზი 50 პროცენტზე მეტ შემთხვევაში კონიუქტივიტით ვლინდება. ჯერ კიდევ არის ისეთი დაწესებულება, სადაც მინახია, რომ ამ შემთხვევაში რუტინული კონიუქტივიტის მკურნალობაა. ძირითადად, ეს გამოვლინდება პირველ ან მეორე კვირაში, შეიძლება 2 თვემდე. .წლამდე ბავშვს, რომელიც ქლამიდიითაა დაინფიცირებული, ემართება —უსიცხო ან სიცხიანი ფილტვების ანთება. ასევე——-კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ხშირად დიზბაქტერიოზი ჰგონიათ და უამრავი წამალი ინიშნება გარდა მთავარისა. გაციება და ცხვირ-ხახის ინფექციები პედიატრიულ კონტიგენტში ძალიან ხშირად ქლამიდიის მიზეზითაა. უნდა განვასხვავოთ გადაციება და გაციება. გაციებას ანუ მწვავე რესპირაციულ დაავადებას, ყოველთვის მიკრობული მიზეზი აქვს. ქლამიდიური ფილტვების ანთება,მედიცინის მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ინტერსტიციური პნევმონია. ანუ ისეთივე ტიპის ფილტვების ანთებაა , კოვიდის დროს რომ ამძიმებს ადამიანებს. შეიძლება ცხვირში კატარული მოვლენების გარეშე მალე დაიწყოს სუნთქვის მძიმე უკმარისობა. ფილტვებში მონაცემები ,როგორც ხშირად ამბობენ – ღარიბი კი არ არის. არამედ მას მხოლოდ, ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ექიმი მოისმენს. ეს ფილტვების ანთება ,ხშირად გამოუცნობი იმიტომ არის, რომ რენტგენზე მხოლოდ, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერებაა და ჰიპერაერაციის ნიშნები. ეს კი დოგმატურად მხოლოდ გაციებად აღიქმება. ძალიან ბევრ შემთხვევაში ,ფილტვების ანთების დადასტურებისას, მხოლოდ ინფილტრაციაზე კეთდება აქცენტი. ბევრი სურათი გინახავთ, როცა სისხლძარვოვანი სურათის გაძლიერებაა და არანაირი რეაქცია არ არის. ასე ხდება ფილტვების განადგურება. სწორედ ასეთ მომენტებზე აქცენტის არ გაკეთებამ დაამძიმა კოვიდის დროს ადამიანები. რადგან ისინი დაზიანებული ფილტვით დადიოდნენ .რენტგენზე, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერებას ნუ გაატარებთ. ეს შეიძლება, ჩუმი მკვლელი და ფილტვების გადამგვარებელი ქლამიდიური ფილტვების ანთება იყოს, რომელსაც ბევრი ჩივილი არა აქვს და რენტგენზე სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერებით გამოიხატება.
ორ თვემდე მასშტაბში თუ ახალშობილს კონიუქტივიტი გამოუვლინდა გამოუკვლიეთ ქლამიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ზრდასრულობაში გაყვება ეს დამზიანებელი ფონი. ბაქტერიამ ჩასახლება იცის. ის მრავლდება და არასოდეს არ გამოვა ორგანიზმიდან თავისით.
8-ფსორიაზი, ეგზემა და საერთოდ გამონაყრით მიმდინარე დაავადებები მაშინ მწვავდება ,როცა იმუნიტეტი ვარდება დაბლა.გამონაყრის აფეთქება ეს არის დარღვეული ფიზიოლოგიური რექციებიდან გამოძევებული ტოქსინები. როცა ფიზიოლოგიური რეაქციები განსაკუთრებით მეტი დარღვევით მიდიან , მეტი ენდოგენური ტოქსინები იქმნება.იმუნიტეტი ცდილობს მათ გამოძევებას. ყველა, გამონაყრით მიმდინარე დაავადების მიზეზი ღვიძლის ფერმენტების ნაკლებობაა.
9—-ყველა დაავადება რჩება. კიბოც რჩება. მთავარია, სწორი მიდგომა და დროული ყურადღება. მეკითხებიან თირკმლის კარცინომის შესახებ. მას ახასიათებს—-სისხლიანი შარდი, მუცლის ტკივილი, წონაში კლება, ტემპერატურები, ღამის ოფლი, უმადობა, სისუსტე, კალციუმის მატება, ხან სდევს დიაბეტი, წნევის სიმაღლე, ღვიძლის მეტასტაზები. ტუტე ფოსფატაზას მატება.
10 რა შემთხვევაშია მომატებული ურობილინოგენი? დღეს მისი მატება ძალიან ხშირია ——-ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიები, პოლიციტემია, ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნე, ციროზი, ქოლეცისტიტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share