გურიის მოამბე

თამაზ ხარაიშვილი-დავიჯერო, რომ ბოლშევიკები ამათზე უფრო ჰუმანურები იყვნენ?!

მუნდირის ღირსებაზე მოვკარი ყური ტელევიზორში….ღირსებას ღირსეული სჭირდება..მაშინ რატომ არ ფიქრობდნენ ღირსებაზე,საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის მუხლის დასაცავად გამოსულ სამოქალაქო აქტივისტებს “ბათინკებიანი” წიხლებით სცემდნენ უმოწყალოდ, სახის ძვლებს უმტვრევდნენ, ადამიანის თავით (მაიასაშვილი იყო, როგორც მახსოვს) ფეხბურთს თამაშობდნენ, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნაცემ და დასახიჩრებულ ახალგაზრდებს პირწმინდად ძარცვავდნენ …მუნდირი და ლოყა არ ახსოვდათ მაშინ?!
და კიდევ ერთი: გოგონას, რომელმაც პატრულის მანქანას გადაუარა, , ალბათ, ხანგრძლივ პატიმრობას მიუსჯიან, მანქანის ღირსება შელახა….მახსოვს, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის თეატრის წინ მდგარ ე. წ. “კანარეიკაზე” დემონსტრანტებს ტრიბუნა ჰქონდათ გამართული და სიტყვით გამოდიოდნენ (მათ შორის, ჩემი მეგობრებიც), მაგრამ “კანარეიკამ” ისე შეინარჩუნა ღირსება, ერთი ორატორიც კი არ დასჯილა…დავიჯერო, რომ ბოლშევიკები უფრო ჰუმანურები იყვნენ?!
წერს ვსაკუტარ ფეისბუკ გვერდზე, პუბლიცისტი, თამაზ ხარაიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights