პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უკვე ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა, დღეიდან კი საგნის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს საგამოცდო პროგრამებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გამოცდა მასწავლებლის ჩაჭრაზეა ორიენტირებული. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პედაგოგი მუსიკის საგამოცდო პროგრამის სირთულეს აპროტესტებს და მის გამარტივებას ითხოვს.
etaloni.ge პედაგოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო კოლეგებო როგორც იცით 22 ივლის ტარდება მუსიკის გამოცდები პედაგოგებისთვის. ყველას წარმატებას გისურვებთ!
აქვე მინდა კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვა შემოთავაზებული საგამოცდო პროგრამის მიმართ. აქტიურად ვესწრები სხვადასხვა ვებინერებსა და ლექციებს უმაგრესი პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით. მადლობა, მათ ამისთვის.
ასევე, ვისმენ, კოლეგების სამართლიან აღშფოთებას საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებით, რასაც სრულად ვიზიარებ.
წელს პირველად ვაპირებ გავიდე გამოცდაზე და აღმოჩნდე რომ პროგრამა იმაზე რთულია, ვიდრე ეს სჭირდება სკოლაში მუსიკის პედაგოგს.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩართული ვარ ახალი სკოლის მოდელში საერთოდ უსამართლოდ მიმაჩნია ასეთი რთული გამოცდის ჩატარება პედაგოგისთვის. ამ საგამოცდო პროგრამის დაძლევა არათუ ტექნიკურ დამთავრებულ პროფესიონალს, არამედ კონსერვატორია დამთავრებულებსაც კი უჭირთ ხშირ შემთხვევაში. ყველაზე რთული დასაძლევი მაინც მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი გახლავთ.
მოგეხსენებათ, რომ მუსიკოსები სხვადასხვა სპეციალობების ვართ ზოგი ინსტრუმენტალისტია, ზოგიც თეორეტიკოს,ზოგი ვოკალისტი. ზოგიც ფოკლორისტი და ა.შ .ანუ მარტივად რომ აგიხსნათ ჭადრაკი ფარიკაობა, ძიუდო ,ცურვა , ტანვარჯიში ყველაფერი სპორტი თუმცა ხომ არ შეიძლება ძიუდოისტსი ტანმოვარჯიშის ილეთებით შეაფასო?! – დაახლოებით ასე გამოიყურება ჩვენი საგამოცდო პროგრამა.
ეს უსამართლობაა და აშკარად ჩაჭრაზეა ორიენტირებული!
ამ გამოცდებს შემოთავაზებული საგამოცდო პროგრამის სახით ყველაზე წარმატებით ჩააბარებს მხოლოდ პიანისტი, რომელიც მოქმედი პედაგოგია – დანარჩენებმა რა ვქნათ?!“ – წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.