“არჩევნების შემდეგ ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიშოროს, რადგან მათთვის ეს თავის ტკივილია”

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახ­ლაც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მძე­ვა­ლია – ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის თუნ­დაც მცი­რე რის­კის­გან თავი და­ი­ზღვი­ოს, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე პი­რის არ­შე­მოშ­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ამას­თან, მისი თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ეც­დე­ბა „სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­შო­როს, რად­გან მათ­თვის ეს თა­ვის ტკი­ვი­ლია“.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის თუნ­დაც მცი­რე რის­კის­გან თავი და­ი­ზღვი­ოს. ეს არის მათი ამო­ცა­ნა, რო­გორ­მე ეს ორი დღე გა­ათ­რი­ონ, მი­იყ­ვა­ნონ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. შემ­დეგ ყვე­ლას შე­უშ­ვე­ბენ, ყვე­ლას გა­მო­უშ­ვე­ბენ. მე­ტიც, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შე­ეც­დე­ბი­ან, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­დან მო­ი­შო­რონ იმი­ტომ, რომ ცი­ხე­ში რო­მაა, ეს თა­ვის ტკი­ვი­ლია მათ­თვის. ახ­ლაც გა­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ იმი­ტომ ვერ უშ­ვე­ბენ, რომ შემ­დეგ არ­ჩევ­ნებს წა­ა­გე­ბენ. ვინ არის მათი ამომ­რჩე­ვე­ლი? – ვი­საც მო­ე­წო­ნა, რომ მიშა ცი­ხე­შია. ამ ამომ­რჩე­ველს ხომ არ და­კარ­გა­ვენ?! შე­სა­ბა­მი­სად, მათ მიშა ცი­ხე­ში იმი­ტომ კი არ ჰყავთ, რომ უნ­დათ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახ­ლაც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მძე­ვა­ლია. 30 ოქ­ტომ­ბრამ­დე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ასე იქ­ნე­ბა. შემ­დეგ იმ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­საც ბო­დიშს მო­უხ­დი­ან, ამა­თაც მო­ი­პა­ტი­ჟე­ბენ, ჩა­მობ­რძან­დით სა­ქარ­თვე­ლო­შიო“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share