საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 63 ადამიანი, 4 145 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 470 კვლევა, აქედან 31 693 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 777 PCR-ით. 8 დეკემბერს აიცრა 10 660 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,06%-ია, ბოლო 14 დღის – 8,22%-ია, 7 დღის – 7,91%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 566 შემთხვევა;
- აჭარა – 215;
- იმერეთი – 602;
- ქვემო ქართლი – 193;
- შიდა ქართლი – 300;
- გურია – 76;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 253;
- კახეთი – 159;
- მცხეთა-მთიანეთი – 89;
- სამცხე-ჯავახეთი – 76;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 879 368 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 822 108 ადამიანი გამოჯანმრთელდა, <spanclass=”alt-color”>12 582 კი გარდაიცვალა.