8 მარტის სუფრა შრომაში და “აჭარა ტექსტილი”- გურიაში ამ ეტაპზე, ორი კლასტერი არსებობს

“გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა”-
ეს რიცხვი რეგიონისთვის არის მაღალი და შესაბამისად აქ მდგომარეობა არის რთული. მოსახლეობის მასობრივი ტესტირება სამ სოფელში:შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში ისევ გრძელდება.

აქ მოწყობილია სპეციალური კოვიდპუნქტები და სამართალდამცველები ეპიდემიოლოგებთან ერთად ყველა პირს თერმოსკრინინგს უტარებენ.

მათ ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდებათ სწრაფ ტესტირებას უტარებენ.

გურიაში 2 კლასტერია აქტიური, აქედან ერთი 8 მარტის სუფრას უკავშირდება მეორე კი “აჭარა ტექსტილში” დასაქმებულებს.

არჩილ მჟავია-დაავადებათა ეროვნული ცენტრი: დღეს, დილის 10 საათის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 39 ახალი შემთხვევა, სამწუხაროდ დადებითების მაჩვენებელიც გაგვეზარდა გურიის სამ სოფელში, უკვე მეოთხე დღეა ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი სამედიცინო ბრიგადების დახმარებით მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ტესტირება.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share