გურიის მოამბე

ბექა კობახიძე-ციხეში მყოფი სამაგალითო ადამიანი არის პრობლემა, რადგან მაგალითი გადამდებია

ამ ამბავს არ გამოვეხმაურებოდი ქრესტომათიულ მაგალითად რომ არ გამოდგებოდეს.
რატომ ტეხავს ჩემი ფულით ნაყიდი ტელევიზორის და მაცივრის გამოტანა? რა ადათი და ქურდული გაგება?
ღარიბაშვილს და ქარსელაძეს ნეტა რომელ საკანში ჩასვამენ, იქ რომ დავტოვოთ ქურდულად?
მარა ეს არ არის აქ მთავარი. მთავარი არის შემდეგი:
ქოცს არც ეს ხალხი უნდა ციხეში, არც მზია ამაღლობელი და არც სხვები. ციხეში მყოფი სამაგალითო ადამიანი არის პრობლემა, რადგან მაგალითი გადამდებია. უკეთესია გარეთ მყოფი ადამიანი, რომელიც მორალურ ავტორიტეტად ვერ გამოდგება. ამისთვის ყველაფერი გააკეთეს: გაუგებარი ადვოკატის მიტმასვნა ყალბი დაპირებით, შეწყალების თხოვნა და ა.შ.
ბოლოს კი, “კარწინკისთვის”, ამ ხალხს უთხრეს რომ საკუთარი ქონება უნდა წაეღოთ, გარეთ დაახვედრეს კამერა, გადაიღეს და აწიეს პროპაგანდა, რომ ესენი თავისუფლებისთვის მებრძოლები კი არ არიან, არამედ უნიტაზის ქურდებს გვანანო. მოკლედ, ხალხის “გაფუჭების” მთელი სპეცოპერაცია ჩატარდა.
რა იყო ამაზე ბაბლის ცხელთავა ნაწილის რეაქცია? რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ავარდა და ქოცის საქმე გააკეთა.
მოსამართლეთა ქეიფზე ინფორმაცია ბიძინამ რომ მიატანინა ბაბლამდე, რათა მურუსიძეს მივარდნოდნენ, ხომ არ დაგვიღალატებია ბიძინა? ხომ მივვარდით?
რამდენი ასეთი შემთხვევა ვიცით. თავს არ შეგაწყენთ, თავად გაიხსენეთ.
წერს ბექა კობახიძე, ისტორიკოსი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights