სოფელ ნამოხვანში, მდინარეში მამაკაცს ეძებენ. გამოცემა “რეგინფოს” ინფორმაციით, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. “რეგინფოს” ცნობით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.