რა შეზღუდვები მოიხსნება ორჯერ აცრილებისთვის – სად შეძლებთ, ივლისში, საყოველთაო ვაქცინაცინაციაში ჯავშნის გარეშე ჩართვას

საქართველო ივლისის თვეში საყოველთაო აცრისთვის ემზადება. დაპირებული დოზები იმუნიზაციის მასშტაბის გაფართოების საშუალებას იძლევა.

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი – 4 დიდი ქალაქი, სადაც ასაცრელი სივრცეები განთავსდება. ეს შეიძლება იყოს დიდი პავილიონები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრებთან არსებული დიდი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ აცრა ყოველგვარი წინასწარი ჯავშნის გარეშე გაკეთდეს.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ერთჯერადად საზოგადოების 3.4 %-ია აცრილი. ორი ინექცია მოქალაქეების 1.3% -ს აქვს გაკეთებული.

არ არის გამორიცხული, ორჯერადად აცრილებს და კორონაგადატანილ მოქალაქეებს რეგულაციების დაცვა აღარ მოუწიოთ. შეღავათებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საკოორდინაციო საბჭო მომდევნო კვირაში ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვისა და პირბადის ტარებისგან იმუნიტეტის მქონე პირებს გაათავისუფლებს.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: