რიონის ხეობაში გდდ-ს თანამშრომლები შეიყვანეს – მობილიზებულია სპეცტექნიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი შეიყვანეს. ე.წ. დახურულ ზონაში წყლის ჭავლის ავტომანქანებიც არის მობილიზებული, მიტანილი აქვთ საბურავებიც.

ადგილზე ცოტა ხნის წინ დაძაბული ვითარება იყო, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეებს რკინის ბარიკადებისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. არსებული ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეა დაკავებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share