“სრული სიბრიყვეა ხელისუფლების მხრიდან ხალხთან კომბლებით საუბარი”

იურისტი კახა ჩავლეშვილი ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: “ნამახვანის სრულიად აპოლიტიკურმა მოვლენებმა აშკარად აჩვენა, რომ პროტესტს, კრიტიკას, აზრის გამოხატვას არანაირი შედეგი აღარა აქვს და ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა მგრძნობელობა საზოგადებრივი აზრის მიმართ, ასე რომ ხალხს აღარ დარჩა მშვიდობიანი და კანონიერი ბერკეტები გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ძალიან სერიოზულ საფრთხის შემცველი პერსპექტივის მანიშნებელია. ხელისუფლების მხრიდან ხალხთან კომბლებით საუბარი კი უკანონობის გარდა სრული სიბრიყვეა”.-წერს ჩავლეშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share