გურიის მოამბე

30 მილიონი სატელევიზიო შემოსავლებიდან 25 მილიონი სახელისუფლებო არხებმა მიიღო

2025 წლის III კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 85%–ითი გაიზარდა და სულ 29.5 მილიონი ლარი შეადგინა
ინფორმაციას, ტვ “კავკასიას” წარმომადგენელი, ნინო ჯანგირაშვილი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს:
დიდებული ამბავი გვაქვს: 2025 წლის III კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 85%–ითი გაიზარდა და სულ 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.
❗️ოღონდ, ამ 29.5 მილიონი ლარიდან 14.4 მილიონი ლარი იმედის იყო– შარშანდელ III კვარტალთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა იმედის შემოსავალი წელს.
4.6 მილიონი ლარით გაიზარდა რუსთავი 2–ის კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა.
1.5 მილიონით გაიზარდა “ჯიდიეს თივის“ შემოსავლები და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა.
0.5 მილიონი ლარით გაიზარდა პოსტვ–ს შემოსავლები და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.
‼️ანუ 29.5 მილიონი ლარიდან 25.1 მილიონი ამ ოთხმა ქოცარხმა წაიღო. + ცოტა, 200 000 წაიღო საზმაუმ. ჯამში, 25.3 მილიონი.
ყველა დანარჩენმა მესამე კვარტალში ვიარსებეთ 4.2 მილიონი ლარით.
რა ვიცი, იცოდეთ მაინც, რა შანსები გვაქვს რომ გადავრჩეთ. წესით არანაირი, მაგრამ ვეცდებით
წერს ჯანგირაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights