“რა ღირს ტიტები?” – რეალური ისტორია

რა ღირს ტიტები?
ჰკითხა ყვავილების გამყიდველს ჩავებში ჩაცმულ მოხუცმა კაცმა.
გამყიდველ გოგონამ ახედა ცოტა გაკვირვებული თვალებით და უთხრა
თაიგული თუ გნებავთ დაგიკლებთ, თუ ცალათ გნებავთ მაშინ ცოტა ძვირია.
– თაიგული მინდა შვილო, ლამაზი თაიგული უნდა გამიკეთო, ოღონდ გრძელი ხერო შემირჩიე უთხრა და ნაჭრის ქისა ამოიღო ჯიბიდან..
– საჩუქრად გინდათ ბაბუ?
ჩაეკითხა გამყიდველი გოგო.
– საჩუქრად?
– ჩაფიქრდა ღრმად, თითქოს უსასრულიბაში დაუწყო ძებნა,
ძებნას იმ წარსულს რომელიც, არქივში შემორჩენილ კინოს ფირს ჰგავს…ეძებ თუმცა ამაოდ .
გოგონამ ულამაზესი თაიგული გაუკეთა და გაუწოდა.
– ინებეთ,
– საჩუქრათ, ისევ ჩურჩულით გაიმეორა მოხუცმა და თაიგული გამოართვა.
– რამდენი მართებს შვილო?
ჰკითხა და ფული მაგიდაზე დაუდო.
– ათი ლარი ბაბუა.
უპასუხა გამყიდველმა,
– ინებეთ ხურდა, უთხრა გამყიდველმა და ხურდა უკან დაუბრუნა.
– ხომ არ დამიწუნებს? იხუმრა მოხუცმა.
– არა მგონია, მთავარია ხომ იცით რომ უყვარს ტიტები?
– კი, კი, ვიცი უყვარდა.
– უყვარდა?გაოცებულმა ჰკითხა.
ადრე უყვარდა, გამორჩეულად უყვრდა ტიტები.
– წლები წინ ჭაბუკობისას ერთი გოგო მიყვარდა, ის ამ ტიტებივით იყო ლამაზი, ღრმა ლურჯი თვალები ჰქონდა,
– გოგონა უსმენდა და ხედავდა რაოდენ შეყვარებული სევდიანი თვალებით ჰყვებოდა წარსულზე.
– და სად არის ეხლა თქვენი ლურჯ თვალა გოგონა?
ის ალბათ სულ ისეთი ლამაზია როგორც ადრე აგრძელებდა მოხუცი.
თითქოს შეკითხვა არც გაუგია.
– ჩემს უბანში ერთი ხე იდგა, იქ შევფიცეთ ერთმანეთს სიყვარული.
ეჰ ნეტავი დროის დაბრუნება შეიძლებოდეს.
მას ცირა ერქვა, __ “ცირა”
ჩემი ლურჯ თვალება ცირა.
ჯარში გამიწვიეს და ორი წლის მერე როცა
ჯარიდან დავბრუნდი არც ცირა და არც მისი ოჯახი აღარ დამხვდა.
წერილებს არ გწერდა?
კი ხშირად,
ბოლოს რომ აღარ მოდიოდა ჩემთვის ბარათი მაშინ როცა ჩემს რამდენიმე მეგობარს სწერდნენ თავისი შეყვარებულები გული თითქმის მკვდარი ჩამომყვა სახლში.
რომ გათხოვდა ასე ვფიქრობდი.
და ღალატი ანადგურებდა ჩემს ყოველ დღეს. უსარულო იყო იქ დარჩენილი ბოლო რამდენიმე თვე.
თქვენ აღარ დაოჯახდით მას მერე?
– არაა,
ბოლოს რომ დავიწყე ძებნა გავიგე რომ შუა აზიაში გადაასახლეს მათი ოჯახი.
უცებ რამდენიმე წამი ჩაფიქრდა,
და ისევ გააგრძელა
– ჩემი ისტორიით თავი მოგაწყინე ბაბუ ხომ?
– არაა, რას ამბობთ, გული დამწყდა მეგონა ჩემი გაკეთებული თაიგული ვიღაცას გაახარებდა.
ის იდგა გაუნძრევლად და ტიტებს ცრემლიანი თვალებით უცქერდა.
– და ის შუა აზიაშია ახლაც?
ფიქრებიდან გოგოს კითხვამ გამოარკვია მოხუცი.
– არ ვიცი, მე ასე გავიგე რომ ის მიმავალი მატარებლიდან გადახტა და თავი მოიკლა
კითხვა მეტი აღარ დაუსვამს ყვავილების გამყიდველ გოგოს, ისიც მოხუცთან ერად დასევდიანდა.
– კარგი ბაბუ, წავედი მადლობა დიდი და ღმერთმა მოგცეს წყალობა, ბევრი გაგეყიდოს.
დალოცა მიხუცმა კაცმა და დაემშვიდობა.
– მიდის და მიაქვს ეს თაიგული მაგრამ,
– სად?
თვალები ცრემლებით აქვს სავსე,
მზეა, ოჰ ეს მზეც როგორ აცხუნებს, შავ სამოსში მოხუცს.
ირგვლივ მიხედ მოიხედა
თვალებზე ცრემლები შეიმშრალა და ჯოხის ბაკუნით გაუდგა გზას, თავისი ტიტებით.
რეალური ისტორია.
ავტორი:ლურჯი თოლია

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share