“ბიძინასთვის სამყარო ჭორვილიდან იწყება და შეკვეთილში მთავრდება“

“ნებით არ დათმობს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ფეხებზე ჰკიდია შეშფოთებული ევროპაც და ამერიკაც…
ის მშვიდად ზის და შუშის სასახლიდან ითვლის თავებს.
დიახ, მისთვის ეს ერთადერთი კრიტერიუმია, რომლის საშუალებითაც შეუძლია პროგნოზირება.
გადასარევად იცის, რომ დრო, უმეტეს შემთხვევაში მის სასარგებლოდ მუშაობს, როგორც “მკურნალი” და თუ ბრაზისგან ატკიებული გული არ განიკურნება, ყოველ შემთხვევაში ტკივილთან შეგუებას მაინც ისწავლის.
ეშინია (???)
არა!
რატომ?
იმიტომ, რომ ზუსტად იცის იმ ღირებულებების მნიშვნელობა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ფუკაში ააცალა…
მისთვის სიმშვიდის გარანტი, თავმოყვარეობის არ მქონე ერია . ერი, რომელიც შეაგუა ყოველგვარ უზნეობას: კრიმინალს; ნეპოტიზმს; მექრთამეობას და ღალატს, რადგან ზუსტად იცოდა, რომ მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე ერი, ვერასოდეს გახდებოდა ჯუჯა ბატონის მონა.
სანქციები?
ფეხებზე ჰკიდია!
რატომ?
იმიტომ რომ მისი კაპიტალის, მხოლოდ 10%-ია ხელშესახები კომპეტენტური ინსტიტუციების მხრიდან და დიდი ალბათობით ეს სანქციები ქონებაზე არ გავრცელდება. ბორიას კი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, თქვენი ამერიკის ვიზა, რადგან მისთვის სამყარო ჭორვილიდან იწყება და შეკვეთილში მთავრდება.
და ბოლო კითხვა: რის ეშინია ოლიგარქს?
თავების!
თავების, რადგან თავები -მშვიდობიანი რევოლუციაა!
დიქტატურას და ტირანიას ვერასოდეს დაამარცხებ დიპლომატიური კეკლუცობით, რადგან დიპლომატია თანამედროვე კაცობრიობის ენაა, რომელიც მდაბიოთათვის გაუგებარია.
რევოლუცია არ ნიშნავს ძალადობას და პუტჩს. ნუ გაშინებთ სიტყვა – რევოლუციის.”-წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share