როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, ქობულეთში ადგილობრივი მოსახლეობა ალტ-ინფოს ადგილობრივი ოფისის გახსნას გააპროტესტებს და ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან.
იგივე შინაარსის საპროტეტსო აქცია გაიმართება ოზურგეთში ხვალ, 15 საათზე, ხოლო ლანჩხუთელები ალტ-ინფოს ლანჩხუთში დაფუძნებას 18 საათზე გააპროტესტებენ.
ამის შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ქობულეთში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვენ ალტ-ინფოს ოფისების დახურვას.