“ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ 2012 წლიდან კისერზე ჩამოეკიდა “ნაციონალურ მოძრაობას” და 2020 წლამდე საფრთხობელად იყენებდა…” მწერალი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი თვლის, რომ საზოგადოების ასეთი გახლეჩა დამღუპველია ქვეყნისთვის…
“არ მომწონს საზოგადოების გახლეჩა მიშისტებად და ბიძინისტებად, ეტყობა, ესეც ჩვენი უბედურებაა. შეიძლება რომელიმე ძალას უჭერდე მხარს, მაგრამ მოწინააღმდეგეების მხრიდან ზიზღისა და აგრესიის ობიექტი არ უნდა გახდე.
ახლა უკვე ისე გაიშალა პოლიტიკური ველი, რომ ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” არჩევნების გზით ვეღარ მოვა, გადატრიალება და რევოლუციური გზებიც გამორიცხულია. მიშა რომც ჩამოვიდეს, ამით რა შეიცვლება? თუ მათ ხმას 100 000 კაცი აძლევს, მერეც იმდენივე მისცემს. ვერ დაბრუნდებიან, რადგან ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ამიტომაც არჩევენ დესტრუქციულობას, სხვა გზა არ აქვთ.
მომავალ არჩევნებში “ნაცმოძრაობა” უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს, მერე – უფრო ნაკლებს და ასე გაქრება პოლიტიკური ველიდან. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ გაჩუმებულიყო, ეს ძალა უფრო წინ წავიდოდა”-ამბობს შათირიშვილი” კვირის პალიტრასთან”.