გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას პასუხობენ საქართველოს პარტნიორების კრიტიკას ქართულ ოცნებაში მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოახდინეს, ასე უპასუხა:
მსურს, შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რასაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია.
ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ რასაკვირველია სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და მთავარი საფრთხის შემქმნელი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ ათასგზის.