ბულთის თამაში კოკათში აღდგომა დღეს

ძალიანი დღესასწაული იცოდენ – აღდგომა. იმ დღეს იყო თამაში. შეკერავდენ, სპეციალული ბულთი იყო, ძალიანი დიდი. შეიყრიდა ხალხი თავს. თამაშობდა. თამაში იყო ამფერი. იყო ცოლიანი და უცოლო კაცები. ცოლიანი ჲერ კედაროზ იყო და უცოლო – ჲერ კედაროზ. იყო დათქმული ჲერთი არდგილი, შვა ადგილი, ცენტრი და იმაჩი ეიქნევდენ ბურც. და დიებდღნებოდა, ან ცოლიანი დიებდღნებოდა, ან – უცოლო. შემდეგ გადასემდენ ერთქამეც: ცოლიანი ცოლიანს გადასემდა და უცოლო უცოლოს გადასემდა. იყო მაგარი შეტაკება ერთქამეთს შორის. რაც ქონდა ტანძე, შამუახევდენ ერთქამეც. იყო გლეჯვა, წყალი იყო იქავეს; იმაში გადააგდებდენ, რამდენს გადააგდებდენ შით, ვინ იცის! ჲერთი ხელი ტანისამოსი გაფუჭებული იყო სულ. იყო ადგილი, იქინე მიიტანდა, დააგდებდა ბურც და თუ ცოლიანი მიიტანდა იმ ადგილძე – ცოლიანი იყო გამარჯვებული და თუ უცოლო მიიტანდა – უცოლო იყო გამარჯვებული, ასე დამთავდებოდა.
.
მთქმელი – ა. ბ. მარშანიშვილი, სოფ. კოკათი. ჩაწერილი – მერი ძიძიშვილის მიერ 1961 წელს
შეიძლება იყოს 3 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share