კუბოს ფორმის საყვავილეები,ოზურგეთის ცენტრში, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ინიციატივით, გასულ წელს დადგეს, რაშიც მთავრობამ 2 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა
პროექტმა, თავიდანვე, ადგილობრივ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მოსახლეობის უდიდესი ნაწილე მის დემონტაჟს მოითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავთანდილ თალაკვაძემ, საჯაროდ, არაერთხელ დადო პირობა, რომ “კუბოებს” ქალაქის ცენტრიდან გაიტანდა, არანაირი ნაბიჯები ამ მიმართღულებით დღემდე არ გადადგმულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისედაც ერთმანეთში დაპირისპირებულ “ქართულ ოცნებაში”, აღნიშნული “ე.წ. კუბოების” თემა, უფრო მკვეთრი, ურთიერთდაპირისპირების საგანი გახდა.
როგორც ჩვენ გვატყობინებენ, ეს თემა გახდა მორიგი დაპირისპირების საგანი, საკრებულოს თავმჯდომარესა და ოზურგეთის მერს შორის, მიმდინარე კვირის მიწურულს.
თუმცა, ავთანდილ თალაკვაძე, ამჯერად ქალაქის ცენტრის “კუბოებიდან” განთავისუფლების მოთხოვნას, რომელიც უკვე მისი თანაპარტიელებიდანაც მოდის-ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსების არ ქონით ეწინააღმდეგება.
მოკლედ, მოსახლეობის წინასაარჩევნო დაკვეთაა-ქალაქის ცენტრიდან, ე.წ. “კუბოების” გატანა-ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.
მანამდე ვნახოთ რა განცხადებებს აკეთებდნენ ოზურგეთელი პოლიტიკოსები ამ თემაზე-გასულ წელს.
„არაფერი მაგის მსგავსი არ არის. ვიღაცას არ უნდა არც ოზურგეთი და არც ქვეყნის წინსვლა, ასეთად მიმაჩნია ეს ადამიანი [ვინც ფოტო გაავრცელა]. იმას კი არ ამბობენ, რომ კარგი გაკეთდა და კეთდება, ლამაზიაო იმას კი არ ამბობენ, კუბო არა ის, თუ ძმა ხარ. ჯერ არ დასრულებულა და რა იცით, რა იქნება და როგორ გაკეთდება? იმ ფოტოზე საერთო სივრცეშია, ვინ როგორ აღიქვამს მაგას და საიდან უყურებს არ ვიცი. რაღაც ერთი ფოტოა, არ დასრულებულა სამუშაოები, მიდის ჯერ და იქნება ულამაზესი, ალბათ“, – თქვა თავის დროზე, ოზურგეთის საკრებულოს ტავმჯდომარემ. დავით დარჩიამ.
,,ევროკავშირის გრანტით ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს თანხა ფაქტობრივად წყალში გადაყარეს. მოიტანეს სიმახინჯე და დადგეს . ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იქ პროექტი განახორციელეს იყო ის, რომ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული სკვერი, უნდა ამოეძირკვათ , როგორ შეიძლება ,,ნაციონალურ მოძრაობას“ უაკვშირდებოდეს ქალაქის ცენტრში რამე? გაცილებით მაგარი რაღაც უნდა ვაკეთოთ და ეს მაგარი რაც არის უკვე ვნახეთ . ქალაქის ცენტრში მოიტანეს პირდაპირ კუბოს მსგავსი ჯართის გროვა და მიმტკიცებენ, რომ წინა პროექტი იმიტომ დავანგრიეთ, ეს უფრო მაგარიაო . თუ არ მოგვწონს რაღაც, ჩვენ ვყოფილვართ მტრები და ის კუბოები რაც დაყარეს ქალაქის ცენტრში პატრიოტიზმი ყოფილა . ადრეც ვთქვი, რომ არ დაენგრიათ ის , რაც ლამაზი იყო , მითხრეს რომ უფრო მაგარ რაღაცას გააკეთებდნენ. არავის არ მოსწონს ის, რა სიმახინჯეც მოაწყვეს, აუცილებლად უნდა აიღონ, უნდა მოაშორონ ჯართის გროვა იქიდან ,“- აცხადებდა, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე,
,,დესტრუქციული პოლიტიკური ძალა თავის ჩვეულ რეჟიმს არ ღალატობს და ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც ისინი პროექტებს და განვითარებას ებრძვიან და მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილავთ ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხებს, ისინი ტოვებენ სხდომას, ან ხმაურით ცდილობენ რომ ჩაშალონ და ხელი შეუშალონ სამუშაო პროცესს. საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე იყო მოსაზრებები და ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით რა თქმა უნდა , მივიღებთ იმ ობიექტურ შენიშვნებს, რომელიც ამ პროექტის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს ,“- განაცხადა, მაშინ, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ამჟამად კი გურიის გუბერნატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ.